კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ვებგვერდზე
გერმანული კვირეული 2012
Bild vergrößern
2012 წლის 14-20 მაისს თბილისში ”გერმანული კვირეული” გაიმართება. აღნიშნული კვირის განმავლობაში გერმანიის საელჩო ყველა გერმანულ ორგანიზაციასა და თავის პარტნიორებთან ერთად საზოგადოებას თბილისში გერმანულ-ქართული ურთიერთობების მრავალფეროვნებასა და საქართველოში გერმანული მხარის აქტიური მუშაობის შედეგებს წარუდგენს.
წარმოდგენილი იქნება ფართო და საინტერესო პროგრამა: გამოფენები, ფილმებისა და ლიტერატურის საღამოები, კონცერტები, გერმანიის ეკონომიკის მესამე გამოფენა საქართველოში - ”ექსპო გერმანია”, განათლების სფეროს მეორე გერმანული გამოფენა, საინფორმაციო ღონისძიებები, ექსკურსიები, დებატები და სხვა მრავალი.
დაწვრილებითი ინფორმაცია ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ იხილეთ ქვემოთ მითითებულ ვებ-გვერდზე.
”გერმანული კვირეულის” დაბეჭდილი პროგრამები პარასკევიდან შეგიძლიათ მიიღოთ გერმანიის საელჩოში, გოეთეს ინსტიტუტში, გერმანულ სახლსა და საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ოფისში.
გერმანული კვირეულის ვებგვერდი
2013 წლის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)
განცხადებები მიიღება 2012 წლის 30 ივნისამდე!
საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია გათვლილია აქტიურ, კომუნიკაბელურ და პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, რომელთაც სურთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის შექმნაში. კანდიდატების შერჩევა მათი საგნობრივი, სოციალური, ენობრივი და ინტერკულტურული კომპეტენციების საფუძველზე მოხდება გერმანიის პარლამენტის დამოუკიდებელი კომისიის მიერ ბერლინის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქეობა;
- უნივერსიტეტის დიპლომი;
- გერმანული ენის ცოდნა (B2 დონე);
- ასაკი: 30 წლამდე (სტიპენდიის მიღების დროისთვის);
- პროფესიული მიზნები: სამშობლოში საჯარო სამსახურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობა (მედია, პარტიები, გაერთიანებები, სახელმწიფო სამსახური და ა.შ.)
ველით თქვენს განაცხადებს!
თანდართული ლინკების მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და კონკურსის შესახებ.
საიუბილეო კონცერტი 2012 წლის 12 აპრილს
2012 წლის 12 აპრილს გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მეოცე წლისათვის მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტი, რომელზეც ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით ვაგნერის და ბეთჰოვენის მუსიკა შესრულდება, რუსთაველის თეატრში 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთები (შეზღუდული რაოდენობა) უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ გერმანიის საელჩოში.
მხარდაჭერა საქართველოსთვის
ვესტერველე და სააკაშვილი
(© Photothek/Köhler)
წელს საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 1992 წლის აპრილში გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გენშერმა პირველი უცხოური საელჩო გახსნა თბილისში. ახლა კი საქართველოს დედაქალაქს საგარეო საქმეთა მინისტრი ვესტერველე ეწვია და სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 მარტს დაახლოებით 600 სტუდენტის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში მან განაცხადა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრების გარეშე უნდა ვიაზროვნოთ.“
მეტი
შეიცვალა ქოლცენტრის ტელეფონის ნომერი
ყურადღება: 2012 წლის 11 იანვრიდან სავიზო განაცხადის შემოტანის ზუსტი დროს და თარიღის შესათანხმებლად დაუკავშირდით ქოლცენტრს ახალ ტელეფონის ნომერზე: 0900 007 001
ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურა
2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა შეთანხმება ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ.
სავიზო პირობები გერმანიაში წასვლის მსურველთათვის
გერმანიაში წასვლის მსურველთ ვთხოვთ იხილონ თანდართული საინფორმაციო გვერდი და გაეცნონ სავიზო პირობებს
სავიზო პირობები
პრესრელიზები და აქტუალური ინფორმაცია
-
16.05.2012 - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების გადაცემა [pdf, 231,32k]
-
16.05.2012 - განათლების სფეროს გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში [pdf, 549,96k]
-
16.05.2012 - გერმანული ეკონომიკის რიგით მესამე დღე საქართველოში [pdf, 186,35k]
-
14.05.2012 - გერმანული ენის დიპლომების საზეიმო გადაცემა განათლების მინისტრის მოადგილის და გერმანიის ელჩის მიერ [pdf, 250,48k]
-
14.05.2012 - გამოფენის გახსნა ”გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე” [pdf, 861,25k]
-
09.05.2012 - გერმანული კვირეული თბილისში 2012 წლის 14-20 მაისს გაიმართება [pdf, 178,33k]
-
გერმანიის საელჩოს პრესრელიზების არქივი
ლეგალიზაციის ნაცვლად დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება
2010 წლის თებერვალს საქართველოსა და გერმანიას შორის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ". ამ შეთანხმების შესაბამიაად გერმანიის საელჩო აგარ მოახდენს ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციას. ლეგალზაციის მაგივრად უნდა მოხდეს დოკუმენტის აპოსტილიტ დამოწმება საქართველოს შესაბამისს უფლებამოსილ ორგანოში
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება [pdf, 73,57k]
გერმანიის პორტალი -ინფორმაცია გერმანიის შესახებ ინტერნეტში
ინფორმაცია გერმანიის შესახებ ინტერნეტში 6 ენაზე (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, მედია, სპორტი, სახელმწიფო მოწყობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, ეკონომიკა, მეცნიერება, მუშაობა გერმანიაში და ა.შ.)
www.deutschland.de
ჟურნალი "Deutschland"
ჟურნალი პოლოტიკის, კულტურისა , ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროებისათვის 10 ენაზე (მათ შორის, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზე)
www.magazin-deutschland.de