გამომცემელი

რედაქტირება და ტექნიკური ხერხები

განმარტება პირადი მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ

ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ-გვერდებზე ყოველი შესვლისას და რომელიმე ფაილის გახსნისას ხდება ამ მოქმედების მონაცემების დროებით დამახსოვრება და გადამუშავება პროტოკოლურ ფაილში. დამახსოვრების წინ IP-მისამართის შეცვლით ხდება მონაცემების ერთობლიობის ანონიმიზაცია.

ინტერნეტ-გვერდებზე შესვლისას და მათი გახსნისას ხდება შემდეგი კონკრეტული მონაცემების დამახსოვრება:

· ანონიმიზირებული IP-მისამართი

· თარიღი და დრო

· გახსნილი ინტერნეტ-გვერდის/გამოყენებული ფაილის სახელი

· გადაცემული მონაცემების სიდიდე

· შეტყობინება, წარმატებული იყო თუ არა ინტერნეტ-გვერდზე შესვლა/ფაილის გამოყენება

ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისა და სერვისის გაუმჯობესებისათვის, ხოლო შემდეგ ხდება მათი წაშლა.

არ ხდება მონაცემების სხვამხრივი გამოყენება ან მათი მესამე პირთათვის გადაცემა.

ნავიგაციის გასაადვილებლად ცალკეული ვებ-გვერდების გახსნისას გამოიყენება ეგრეთწოდებული temporary cookies. ასეთი ფაილები არ შეიცავენ პირად მონაცემებს და ქრებიან ვებ-გვერდის დახურვის შემდეგ. ისეთი საშუალებები, როგორიცაა Java-Applets ან Active-X-Control, რომლებიც ინტერნეტ-მომხმარებლის ინტერნეტ-მოხმარების ჩვევებზე დაკვირვების საშუალებას იძლევიან, არ გამოიყენება.

საფოსტო და ელექტრონული მისამართები, რომელთა მითითებაც ხდება შეკითხვების დასმის ან საინფორმაციო მასალების შეკვეთის ფარგლებში, გამოიყენება მხოლოდ მიმოწერისათვის ან შეკვეთილი მასალის გაგზავნისათვის.

რედაქცია 

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ შემოთავაზებული ინტერნეტ-გვერდის  გამომცემელია პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.


პასუხისმგებელი პირი: მონიკა ლენჰარდი
მისამართი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი
თელავის ქ. 20, 0103 თბილისი
ტელ.: + (995 32) 44 73 00
ფაქსი: +(995 32) 44 73 64 

მითითებები ინტერნეტის მომხმარებელთათვის

გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მითითებებს