გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური უწყების პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობდა

მარია კრაუცბერგერის ვიზიტი საქართველოში Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების მისადაგება ევროპულ სტანდარტებთან. ამის განსახორციელებლად საჭირო ნაბიჯებისა და ასევე ბუნების დაცვისა და ემისიების შემცირების საკითხზებზე გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური უწყების პრეზიდენტი, ქალბატონი მარია კრაუცბერგერი ესაუბრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ბატონ გიგლა აგულაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოსა და სხვებს.
ქალბატონი კრაუცბერგერი 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და რეაქტორთა უსაფრთხოების ფედერალური მინისტრის, ქალბატონი ბარბარა ჰენდრიქსის მაგივრად სტუმრობდა საქრთველოს. მას ჰქონდა შეხვედრები ასევე საქართველოს ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროებში. კახეთსა და ყაზბეგში ექსკურსიების დროს ქალბატონმა კრაუცბერგერმა დაათვალიერა გერმანული მხარის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები. მაგალითად ყაზბეგში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით მხარს უჭერს დაცული ტერიტორიის გაფართოებას.