გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, ბატონი გერნოტ ერლერი საქართველოს ეწვია

გერნოტ ერლერის ვიზიტი საქართველოში Bild vergrößern (© ფრიდრიხ ებერტის ფონდი)

ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი საგარეო საქმეთა საკითხებში ბატონი გერნოტ ერლერი, რომელიც ასევე არის გერმანიის პარლამენტის დეპუტატი (სოციალდემოკრატიული პარტიის წევრი), გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში და გერმანიის საგაერო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის საკითხებში, 2015 წლის 8 და 9 ივლისს საქართველოს ეწვია. თბილისში იგი ასევე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ბატონ პაატა ზაქარეიშვილს და პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძეს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ბატონმა ერლერმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გიგი გიგიაძესთან ერთად ისაუბრა თემაზე „რთული გარემო - შანსი ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის?“.
ბატონი ერლერის ვიზიტი (იგი უკვე რიგით მე-12 გერმანელი დეპუტატია, რომელიც 2015 წელს საქართველოს ეწვია) ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც გერმანიის პოლიტიკა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ანიჭებს.