სიახლეები

Europäische und deutsche Flagge

გერმანიამ საქართველოს, მოლდოვეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირების სიგელები წარადგინა

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 22 ივლისს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს წარუდგინა საქართველოს, მოლდოვეთის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების რატიფიცირების სიგელები. ამით დასრულდა ასოცირების ამ შეთანხმებების ეროვნული რატიფიცირების პროცესი.

გერნოტ ერლერის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, ბატონი გერნოტ ერლერი საქართველოს ეწვია

ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი საგარეო საქმეთა საკითხებში ბატონი გერნოტ ერლერი, რომელიც ასევე არის გერმანიის პარლამენტის დეპუტატი (სოციალდემოკრატიული პარტიის წევრი), გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში და გერმანიის საგაერო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორი რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის საკითხებში, 2015 წლის 8 და 9 ივლისს საქართველოს ეწვია.

მარია კრაუცბერგერის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური უწყების პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობდა

ქალბატონი კრაუცბერგერი 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და რეაქტორთა უსაფრთხოების ფედერალური მინისტრის, ქალბატონი ბარბარა ჰენდრიქსის მაგივრად სტუმრობდა საქრთველოს. ქალბატონი მარია კრაუცბერგერი ესაუბრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ბატონ გიგლა აგულაშვილს, ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოსა და სხვებს.

საელჩოს მისამართი და სამუშაო საათები

პრესის განყოფილება

Zeitungen Bild vergrößern (© dpa/pa)

პრესის განყოფილება ქართულ მედიას აწვდის ინფორმაციას საელჩოს მუშაობისა ან გერმანიაში განვითარებული, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ. განყოფილების ხელმძღვანელია ქალბატონი მონიკა ლენჰარდი