ეკონომიკური ურთიერთობები

 გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი და ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს. ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, როგორც გერმანული კომპანიების ინვესტიციები საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების საქმიანობა გერმანიაში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300 გერმანული კომპანია მოღვაწეობს. საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად 2004-2014 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიების ინვესტიციებმა საქართველოში 345,5 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2014 წელს ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად წელს 474 მილიონი ევრო იყო. ვაჭრობის სფეროში ქართული კომპანიების დაინტერესება ითანამშრომლონ გერმანულ კომპანიებთან საკმაოდ მაღალია, რაც გერმანული კომპანიებისა და გერმანული პროდუქტის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

დამატებითი ინფორმაცია ბილატერალური ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გერმანულ ენაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე:

ეკონომიკური რეგიონი - გერმანია

გერმანია წარმოადგენს ევროპის ეკონომიკურ ძრავას. ამის მთავარი მიზეზი არის არა მარტო გერმანიის ეკონომიკური სტაბილურობა, არამედ ასევე გასაღების დიდი ბაზარი. ტრანსპარენტულობა, სტაბილურობა და ეკონომიკის ხელშეწყობა დამახასიათებელია გერმანიისათვის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისათვის. გარდა ამისა საერთაშორისო ფირმებისათვის ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენს გერმანიის კარგი ჩართულობა მსოფლიო ეკონომიკაში და ცოდნის, პროდუქტებისა და კვალიფიციური კადრების გლობალური გაცვლა. აქ ნახავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიის, როგორც ეკონომიკური რეგიონის, შესახებ.

Container vessel in Hamburg harbour, Germany

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა

გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის 2014 წლის მონაცემები 474 მილონ ევროს წარმოადგენდა. ეს დადებითი ბალანსი მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ქვემოთ მოყვანილია სასარგებლო ინფორმაცია იმ ქართული ფირმებისათვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი გერმანული ბაზრის მიმართ ან უკვე აქტიურობენ ამ ბაზარზე.

ეკონომიკის განყოფილების სიახლეები

აქ თქვენ იხილავთ საელჩოს ეკონომიკის განყოფილების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გერმანულ-ქართული ურთიერთოებებისა და სხვა თემების შესახებ.

Make it in germany

Make it in Germany - გერმანიის პორტალი სპეციალისტებისათვის მთელი მსოფლიოდან

”Make it in Germany” ხელს უწყობს უცხოელ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ იცხოვრონ და იმუშაონ გერმანიაში. გერმანულ და ინგლისურენოვან პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია საკონსულტაციო და ხელშეწყობის არსებული შეთავაზებების შესახებ. აქ მოცემულია, თუ რომელ სფეროებში არის მოთხოვნილება სპეციალისტებზე და რა წინაპირობებია იმისათვის შესასრულებელი, რათა სპეციალისტებმა დაიწყონ მუშაობა გერმანიაში (”Quick-Check”).

Kabel

სასარგებლო ბმულები:

აქ თქვენ იხილავთ სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებს და სხვა საინტერესო ბმულებს:

კონტაქტი

იოახიმ ჰეკერი

ეკონომიკის, სამართლის და საკონსულო საქმეების ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ: 00 995 - 32 - 2447 - 300

დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ 2016 წლის 17-18 მარტს ბერლინში

Energy Transition Dialogue March 2016

გერმანიის ფედერალური მთავრობა 17-18 მარტს სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ საერთაშორისო დიალოგზე ეპატიჟება. ღონისძიება განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე მეცნიერებისათვის, ამ სფეროში მომუშავე გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში/სომხეთში. DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს/სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას.

Germany Trade & Invest (GTAI)

Neues Logo Germany Trade and Invest (GTAI)

 GTAI-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია გერმანიის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ, ასევე ბაზრის სრული ანალიზები, ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია ცალკეული სამრეწველო დარგების შესახებ.

German Business Portal - თქვენი ბიზნესი გერმანიაში

Logo Außenwirtschaftsportal

გერმანული ბიზნეს პორტალი შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველთ ინგლისურ ენაზე მოიძიონ საჭირო ინფორმაცია გერმანიის, როგორც ევროპის უსხვილესი ბაზრის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია გერმანული ეკონომიკის წამყვან სექტორებთან დაკავშირებით.

German Business Portal