ეკონომიკური რეგიონი - გერმანია

გერმანია წარმოადგენს ევროპის ეკონომიკურ ძრავას. ამის მთავარი მიზეზი არის არა მარტო გერმანიის ეკონომიკური სტაბილურობა, არამედ ასევე გასაღების დიდი ბაზარი. ტრანსპარენტულობა, სტაბილურობა და ეკონომიკის ხელშეწყობა დამახასიათებელია გერმანიისათვის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისათვის. გარდა ამისა საერთაშორისო ფირმებისათვის ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენს გერმანიის კარგი ჩართულობა მსოფლიო ეკონომიკაში და ცოდნის, პროდუქტებისა და კვალიფიციური კადრების გლობალური გაცვლა. აქ ნახავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიის, როგორც ეკონომიკური რეგიონის, შესახებ.

მონაცემები და ფაქტები გერმანიასთან დაკავშირებით

Listendruck mit Lupe Bild vergrößern (© dpa/pa) მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციაზე. შესაბამისად თავისუფალ ბაზართან ერთად მნიშვნელოვან პრინციპებს წარმოადგენს სოციალური თანასწორობა, კარგი საკონკურენციო პირობები, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ასევე სოციალური თანამონაწილეობა და შანსების სამართლიანობა.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს გერმანიის ეკონომიკური და კონიუნქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე აქვეყნებს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი სფეროების საფუძვლიან ანალიზს. ინფორმაციას გერმანიაში ეკონომიკური სიახლეების შესახებ გთავაზობთ გერმანიის ფედერალური ბანკის ცხრილი ”გერმანიის ეკონომიკა ერთი შეხედვით” (მხოლოდ გერმანულ ენაზე). ორმხირვი სავაჭრო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებული დეტალური სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია გერმანიის სტატისტიკის ფედერალური უწყების მონაცემთა ბანკის ინტერნეტ გვერდებზე. გერმანიის, მისი სავაჭრო გარემოს, ჩარჩო პირობებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოცემულია GTAI-ის ინტერნეტ გვერდზე.
 

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს ინფორმაცია გერმანიის ეკონომიკური  მდგომარეობის შესახებ

ფედერალური ბანკის ცხრილი ”გერმანიის ეკონომიკა ერთი შეხედვით” (გერმანულ ენაზე)  

გერმანიის სტატისტიკის ფედერალური უწყების მონაცემთა ბანკის ვებ-გვერდი

GTAI-ის ვებ-გვერდი

დამატებითი ინფორმაცია გერმანიის შესახებ (ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, მედია, გარემოს დაცვა, ტურიზმი) შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ პორტალზე: https://www.deutschland.de/en

ეკონომიკის სფეროსათვის მნიშვნელოვანი შეთანხმებები

ხელშეკრულება Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს დადებული აქვთ როგორც შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების (ორმაგი დაბეგვრის შეთანხმება, DBA) შეთანხმება, ასევე კაპიტალდაბანდებების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის (ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის ხელშეკრულება) ხელშეკრულება. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ორივე შეთანხმების ტექსტი.

გერმანიასა და საქართველოს შორის ორმაგი დაბეგვრის შეთანხმების (DBA) ტექსტი (გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტრო)


გერმანიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის ხელშეკრულების ტექსტი (ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა Bundesanzeiger-ის ნებართვით)

კონტაქტი

იოახიმ ჰეკერი

ეკონომიკის, სამართლის და საკონსულო საქმეების ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ: 00 995 - 32 - 2447 - 300

დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ 2016 წლის 17-18 მარტს ბერლინში

Energy Transition Dialogue March 2016

გერმანიის ფედერალური მთავრობა 17-18 მარტს სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ საერთაშორისო დიალოგზე ეპატიჟება. ღონისძიება განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე მეცნიერებისათვის, ამ სფეროში მომუშავე გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში/სომხეთში. DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს/სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას.

Germany Trade & Invest (GTAI)

Neues Logo Germany Trade and Invest (GTAI)

 GTAI-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია გერმანიის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ, ასევე ბაზრის სრული ანალიზები, ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია ცალკეული სამრეწველო დარგების შესახებ.

German Business Portal - თქვენი ბიზნესი გერმანიაში

Logo Außenwirtschaftsportal

გერმანული ბიზნეს პორტალი შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველთ ინგლისურ ენაზე მოიძიონ საჭირო ინფორმაცია გერმანიის, როგორც ევროპის უსხვილესი ბაზრის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია გერმანული ეკონომიკის წამყვან სექტორებთან დაკავშირებით.

German Business Portal