ეკონომიკის განყოფილების სიახლეები

გავაძლიეროთ ბრენდი „საქართველო“- ბროშურა ადგილმდებარეობის მარკეტინგის სფეროში დელეგაციის ვიზიტის შესახებ

Bild vergrößern

ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი სპეციფიკური ეკონომიკური, გეოგრაფიული და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მისთვის არის დამახასიათებელი. იმისათვის, რომ მოხდეს ტურიზმისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობის მარკეტინგის (Standortmarketing) შემდგომი განვითარება. ადგილმდებარეობის მარკეტინგის თემასთან დაკავშირებული ორნაწილიანი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დელეგაციის ქართველი მონაწილეების მიერ ეროვნული ბრენდინგის (Nation Branding) ორგანიზების მხარდაჭერა და საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მდგრადი სტრუქტურების ხელშეწყობა. დამატებითი ინფორმაცია ვიზიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბროშურაში (ინგლისურ ენაზე).

Exchange on “Place Branding” between Georgia and Germany [pdf, 1,785.05k]

ეკონომიკის განყოფილების შეხვედრა კრეატიული ეკონომიკის დელეგაციის წევრებთან

  ეკონომიკის განყოფილების შეხვედრა კრეატიული ეკონომიკის დელეგაციის წევრებთან Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

კულტურა და კრეატიულობა არა მარტო გონებას ავითარებს, არამედ ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგსაც წარმოადგენს: მაგალითად გერმანიაში „კრეატიული მრეწველობის“ სექტორი უფრო დიდია, ვიდრე „განახლებადი ენერგიის“ სექტორი. ის, რომ საქართველოს  უზარმაზარი კრეატიული პოტენციალი გააჩნია, უკვე ცნობილია. ახლა კი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური იდეა და აუცილებელი ხდება ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ადგილობრივი და რეგიონალური განვითარებისათვის. ამიტომ საქართველოში გერმანიის საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) შეთანხმებით ორგანიზებული ვიზიტი „კრეატიული ეკონომიკა“ ზუსტად ესადაგებოდა დროის მოთხოვნას.

საელჩოს ეკონომიკის განყოფილების წარმომადგენლები 21 იანვარს  ქართველ ექსპერტებს შთაბეჭდილებების გასაზიარებლად შეხვდნენ. შთაბეჭდილებები კი დადებითი იყო: დელეგაციის წევრებს ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ ჩარჩო პირობებსა და ხელშემწყობ სტრუქტურებს გერმანიაში, გარდა ამისა მონაწილეებმა შექმნეს მჭიდრო ქსელი და ახლა დამუშავების სტადიაშია კონკრეტული იდეების განხორციელება.

გერმანიის ელჩი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ღონისძიებაზე

გერმანიის ელჩი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ღონისძიებაზე Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

23 სექტემბერს გერმანიის ელჩი, ქალბატონი ბეტინა კადენბახი და გერმანიის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი იოახიმ ჰეკერი DWV-ს ექსკლუზიური ღონისძიების ფარგლებში პირველად წარსდგნენ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრების წინაშე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო ბერლინში ჩატარებული ელჩების წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში გამართული ეკონომიკის დღის შესახებ, რომლის დროსაც გერმანულმა ფირმებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მნიშვნელოვან როლს. ღონისძიების დასასრულს გაიმართა  საინტერესო დისკუსია.

საქსონიის მხარის ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოში

  საქსონიის მხარის ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოში Bild vergrößern (© DWV)

ორი დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის საქსონიის მხარის შვიდი ბიზნესმენი ინოვაციური მანქანა-დანადგარებისთვის ადგილობრივი ბაზრის შესწავლისა და კონტაქტების დამყარების მიზნით. საწარმოების მონახულებისა და ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრის გარდა ჩატარდა ტექნოლოგიური ფორუმი, რომელიც გახსნა თბილისის მერმა, ბატონმა დავით ნარმანიამ. საელჩოს მხრიდან ეკონომიკის განყოფილების უფროსმა, ბატონმა იოახიმ ჰეკერმა თავის მისასალმებელ სიტყვაში პუბლიკას მოუწოდა, უკეთესად გამოიყენონ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები.

თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის

Bild vergrößern

2015 წლის 26 მარტს გერმანიის პარლამენტმა მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც საქართველო გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონის, ეგრეთწოდებული „Deep and Comprehensive Free Trade Area“-ს (DCFTA) შექმნას.
„DCFTA“, რომელიც უკვე 2014 წლის შემოდგომიდან დროებით შევიდა ძალაში, ეკომომიკურ სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობით საფუძველს უყრის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზართან. ეს თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს ყველა სფეროს („comprehensive“) და მისი მეშვეობით თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფარული სავაჭრო წინაღობები („deep“).
უკვე მოხდა საბაჟო გადასახადების გაუქმება, საბაჟო პროცედურების გამარტივება, ასევე მნიშვნელოვან სამართლებრივ სფეროებში (კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრება, საკვები პროდუქტების უსაფრთხოება) საკანონმდებლო ნორმების მისადაგება, რითიც საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი. ამით საქართველოში წარმოებული პროდუქტებისათვის გახსნილია ბაზარი, რომელიც 500 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. ეს კიდევ ერთი უპირატესობაა ამ სამხრეთ კავკასიური ქვეყნისათვის, რომელიც განვითარებისაკენ ისწრაფვის.

გერმანული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

არქივი

ტექნოლოგია „made in Germany“ - მანქანათმშენებლობისა და საწარმოთა მშენებლობის სფეროების წარმომადგენელთა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გერმანული ფირმების ინტერესი საქართველოს ბაზრის...

კონტაქტი

იოახიმ ჰეკერი

ეკონომიკის, სამართლის და საკონსულო საქმეების ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ: 00 995 - 32 - 2447 - 300

დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ 2016 წლის 17-18 მარტს ბერლინში

Energy Transition Dialogue March 2016

გერმანიის ფედერალური მთავრობა 17-18 მარტს სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ საერთაშორისო დიალოგზე ეპატიჟება. ღონისძიება განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე მეცნიერებისათვის, ამ სფეროში მომუშავე გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში/სომხეთში. DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს/სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას.

Germany Trade & Invest (GTAI)

Neues Logo Germany Trade and Invest (GTAI)

 GTAI-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია გერმანიის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ, ასევე ბაზრის სრული ანალიზები, ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია ცალკეული სამრეწველო დარგების შესახებ.

German Business Portal - თქვენი ბიზნესი გერმანიაში

Logo Außenwirtschaftsportal

გერმანული ბიზნეს პორტალი შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველთ ინგლისურ ენაზე მოიძიონ საჭირო ინფორმაცია გერმანიის, როგორც ევროპის უსხვილესი ბაზრის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია გერმანული ეკონომიკის წამყვან სექტორებთან დაკავშირებით.

German Business Portal