მდგრადი ტურიზმი - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გერმანიას სტუმრობდა

Die Gäste im Naturpark "Flusslandschaft Peenetal" Bild vergrößern (© მამუკა ბერძენიშვილი)

საქართველოში ტურიზმი მნიშვნელოვან ეკონომიკური ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ მისმა განვითარებამ არ შეუქმნას პრობლემები ბუნებას, ქალაქებსა და მოსახლეობას? ამ კითხვებს ეძღვნებოდა აგვისტოს ბოლოს გერმანიის ფედერალური მთავრობის სტუმართა პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული მოგზაურობა თემაზე ”მდგრადი ტურიზმი”. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟებული იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი. 16 ქვეყნის (მათ შორის ეგვიპტის, ჩინეთის, მექსიკის, ჯამაიკის და ვიეტნამის) 17 სხვა წარმომადგენელთან ერთად ბატონი მამუკა ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა გერმანიის იმ რეგიონებსა და ქალაქებში, სადაც განხორციელდა მდგრადი ტურიზმის კონცეფციები. სტუმრებმა მოინახულეს ქალაქი ვისმარი, ბუნების პარკი „Flusslandschaft Peenetal“, სოფელი ნეხლინი, სადაც ხორციელდება განახლებადი ენერგიის გამოყენების ინოვატორული პროექტი, და ბერლინი. მოგზაურობასთან ერთად სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრები ეკონომიკის, პოლიტიკისა დ ადმინისტრაციის ექსპერტებთან ტურიზმის დარგში.
სტუმრად ბუნდესთაგში Bild vergrößern (© მამუკა ბერძენიშვილი)
მოგზაურობის მიზანი იყო, გერმანიაში მდგრადი ტურიზმის კონცეფციების პრაქტიკული განხორციელების უკეთ გაცნობა სტუმრებისათვის. პროგრამის ყველა მონაწილე ისეთი ტურისტული რეგიონიდან იყო, სადაც ტურისტების დიდი რაოდენობა ჩადის. მონაწილეები თავადაც ტურიზმის სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებულები. ეს მოგზაურობა მათთვის უნდა ყოფილიყო თავიანთ რეგიონებში მდგრადი ტურიზმის განვითარების გეგმების შემუშავებისა და მათი პრაქტიკაში განხორციელების სტიმული.

ბატონი მამუკა მოგზაურობიდან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა: ”გერმანული რეგიონებისა და ქალაქების დათვალიერებამ თვალნათლივ დამანახა, თუ რა წვლილი შეაქვს მდგრად განვითარებაში უბრალო მოქალაქეების ერთობლივ მონდომებას გერმანიაში”. მისი თქმით, მთავარი იდეა, რომელიც მან გერმანიაში მოგზაურობიდან ჩამოიტანა, არის ის, რომ მომავალზე გათვლილი ტურიზმის წარმატებული კონცეფციები მოსახლეობასთან ერთად უნდა განხორციელდეს და საუკეთესო შემთხვევაში ასეთი კონცეფციების ინიციატივა თავად მოქალაქეებისაგან უნდა მოდიოდეს. ამიტომ ბატონ მამუკას სურს, რომ მომავალში უფრო გაძლიერდეს დიალოგი პატარა საოჯახო და დიდი სასტუმროების მფლობელებთან აჭარაში და მოხდეს მათი გადამზადება, რათა ამაღლდეს ხარისხი და ხელშეწყობილ იქნეს ტურიზმის სფეროში მომსახურების დონის განვითარება.
სტუმრად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში Bild vergrößern (© მამუკა ბერძენიშვილი)
გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის საელჩოების მეშვეობით ყოველ წელს თავისი სტუმართა პროგრამით გერმანიაში დაახლოებით 20 სხვადასხვა, განსაკუთრებულ თემატურ სამოგზაურო ტურში ეპატიჟება მულტიპლიკატორებს მთელი მსოფლიოდან. 2014 წელს საქართველოდან ორი სტუმარი არის დაპატიჟებული: ბატონი მამუკას გარდა წელს, ნოემბრის დასაწყისში, საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის დირექტორი მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში თემაზე ”დუალური პროფესიული განათლება”.