კახეთის სოფლის მეურნეობისაგან მიღებული შთაბეჭდილებები - მთავრობის ღონისძიებები ნაყოფიერი გამოდგა

აგვისტოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წარმოამდგენელთან ერთად მოინახულეს კახეთის რეგიონი, დაათვალიერეს რამდენიმე საწარმო და შეიქმნეს წარმოდგენა საქართველოს ამ ძირითადად აგრარულ რეგიონში წარმოების პირობებსა და საშუალებებზე.

თელავში შედგა პირველი შეხვედრა განვითარებისა და სოფლის მეურნეობისათვის პასუხისმგებელ რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და გაიმართა დისკუსია განვითარების ინიციატივებისა და მომდევნო წლების პერსპექტივების შესახებ. ”თელიანი ველისა” და ”შუხმანის” მეღვინეობების დათვალიერებისას მეღვინეებმა განუმერტეს დელეგაციის წევრებს, რომ ზაფხულის დიდი სიცხის მიუხედავად პროდუქციის მზარდ რიცხვებს ელიან და იმედოვნებენ, რომ ამით პირველ რიგში რუსეთიდან საკმაოდ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებენ. ამასთან ღვინის მწარმოებლები სხვადასხვა ინტენსიურობით მუშაობენ ამ ახალი, მაგრამ ჯერ კიდევ არასტაბილური გასაღების ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

მაგრამ კახეთი მხოლოდ ღვინის წარმოებით არ შემოიფარგლება. ენისელის ახლოს მდებარე ”აგროტეკის” და გურჯაანის მახლობლად მდებარე ”ქართული ხილის კომპანიის” დათვალიერებისას ნათელი გახდა, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ფუნქციონირებისათვის საკუთარ ინიციატივას სახელმწიფო დახმარებასთან ერთად. მაშინ როდესაც ” აგროტეკი” ქართულ რძის პროდუქციას ზრდის, ”ქართული ხილის კომპანია” რეგიონის პროდუქციის ექსპორტს აწარმოებს. ამასთან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოთხოვნილება ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე - მათ შორის მეზობელი რუსეთიდან - ბევრად აჭარბებს მის წარმოებულ რაოდენობას.