”ჰაიდელბერგ ცემენტის” მიერ ორგანიზებული ”თბილისის მარათონი” 2014 წლის 25 ოქტომბერს - ”Marathon is a life style”

2014 წლის 25 ოქტომბერს ”ჰაიდელბერგ ცემენტი” მესამედ აწყობს ”თბილისის მარათონს”. წელსაც ეს სპორტული ღონისძიება გერმანიის ელჩის, ბატონი ორთვინ ჰენიგისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ბატონ ლევან ყიფიანის პატრონაჟით გაიმართება. მარათონის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისის ზღვის გარშემო 21,0975 კილომეტრს გაირბენენ, დასასრულს კი თბილისის იახტკლუბის ტერიტორიაზე გაიმართება ზეიმი და გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. წელს მარათონში სავარაუდოდ 2 ათასამდე მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. გერმანიის საელჩოს ისევ ეყოლება მარათონში მონაწილე საკუთარი გუნდი.

”თბილისის მარათონი” არა მარტო სპორტული, არამედ საქველმოქმედო ღონისძიებაც არის: ”ჰაიდელბერგ ცემენტი” მარათონში მონაწილეობისათვის გადახდილ თანხებთან ერთად იგივე ოდენობის თანხას საკუთარი სახსრებიდან საქველმოქმედო
მიზნებისთვის გამოიყენებს.

წლევანდელ მარათონში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აქ  

რეგისტრაციის ინსტრუქცია კომპანიებისათვის (ინგლისურ ენაზე) [pdf, 223.34k]

რეგისტრაციის ინსტრუქცია ფიზიკური პირებისათვის (ინგლისურ ენაზე) [pdf, 223.34k]

2014 წლის თბილისიმარათონის პრეზენტაცია (ინგლისურ ენაზე) [pdf, 1,629.4k]