დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ 2016 წლის 17-18 მარტს ბერლინში

Energy Transition Dialogue March 2016 Bild vergrößern (© Auswärtiges Amt)

გერმანიის ფედერალური მთავრობა 17-18 მარტს სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ საერთაშორისო დიალოგზე ეპატიჟება. ღონისძიება განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე მეცნიერებისათვის, ამ სფეროში მომუშავე გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. პარიზში წარმატებულად ჩატარებული კლიმატის კონფერენციის შემდეგ ახლა აუცილებელი ხდება ენერგეტიკის სფეროში ინტელიგენტურ, მდგრად და მომგებიან გლობალურ ცვლილებებზე საუბარი.
დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ 2015 წელს წარმატებით ჩატარდა, წელს კი ღონისძიება მეორედ ტარდება ამ ფორმატით. ღონისძიებაზე ელიან ენერგეტიკის სექტორის წამყვან სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, რათა გაიმართოს დისკუსიები კონკრეტულ გახორციელებად პროექტებზე - უსაფრთხო, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად წარმატებული ენერგეტიკის სისტემებისათვის, რომლებიც ორიენტირებულია ენერგოეფექტურობასა და განახლებაზე.
დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ ენერგეტიკის სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს სადისკუსიო პლატფორმას, რათა მთავრობებსა და ასევე პოლიტიკის, სარეგულაციო უწყებების, კერძო ბიზნესის, გაერთიანებების, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის შედგეს დიალოგი იმ მიზნით, რომ შესაბამის ქვეყნებში ენერგეტიკის სფეროში ცვლილებები გატარდეს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

www.energiewende2016.com
www.twitter.com/greensofa_betd