არქივი

ტექნოლოგია „made in Germany“ - მანქანათმშენებლობისა და საწარმოთა მშენებლობის სფეროების წარმომადგენელთა გერმანული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

გერმანული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში Bild vergrößern (© გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება)

გერმანული ფირმების ინტერესი საქართველოს ბაზრისა და ასევე მისი, როგორც ინვესტიციების განხორციელებისათვის საინტერესო ქვეყნისადმი კვლავაც ძალიან დიდია. ამის ნათელი მაგალითია თერთმეტკაციანი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 2014 წლის 15-დან 17 ოქტომბრამდე. დელეგაციაში, რომელსაც გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალური სამინისტრო ხელმძღვანელობს, არიან გერმანული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მანქანათმშენებლობის, საწარმოთა მშენებლობისა და ასევე ლოგისტიკის სფეროებიდან. შეხვედრებითა და საწარმოების დათვალიერებით დელეგაციის წევრებს შეექმნებათ სურათი ქართული ბაზრის პოტენციალის შესახებ. ვიზიტის მიზანია საქართველოში პოტენციურ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარება და უკვე არსებული კავშირების გაღრმავება.
მეტი..

მდგრადი ტურიზმი - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გერმანიას სტუმრობდა

სტუმრად ბუნდესთაგში Bild vergrößern (© მამუკა ბერძენიშვილი)

საქართველოში ტურიზმი მნიშვნელოვან ეკონომიკური ფაქტორს წარმოადგენს, მაგრამ როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ მისმა განვითარებამ არ შეუქმნას პრობლემები ბუნებას, ქალაქებსა და მოსახლეობას? ამ კითხვებს ეძღვნებოდა აგვისტოს ბოლოს გერმანიის ფედერალური მთავრობის სტუმართა პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული მოგზაურობა თემაზე ”მდგრადი ტურიზმი”. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟებული იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი. 16 ქვეყნის (მათ შორის ეგვიპტის, ჩინეთის, მექსიკის, ჯამაიკის და ვიეტნამის) 17 სხვა წარმომადგენელთან ერთად ბატონი მამუკა ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა გერმანიის იმ რეგიონებსა და ქალაქებში, სადაც განხორციელდა მდგრადი ტურიზმის კონცეფციები. სტუმრებმა მოინახულეს ქალაქი ვისმარი, ბუნების პარკი „Flusslandschaft Peenetal“, სოფელი ნეხლინი, სადაც ხორციელდება განახლებადი ენერგიის გამოყენების ინოვატორული პროექტი, და ბერლინი. მოგზაურობასთან ერთად სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრები ეკონომიკის, პოლიტიკისა დ ადმინისტრაციის ექსპერტებთან ტურიზმის დარგში.

მეტი..

”ჰაიდელბერგ ცემენტის” მიერ ორგანიზებული ”თბილისის მარათონი” 2014 წლის 25 ოქტომბერს - ”Marathon is a life style”

TbilisiMarathon Bild vergrößern (© HeidelbergCement Caucasus)

2014 წლის 25 ოქტომბერს ”ჰაიდელბერგ ცემენტი” მესამედ აწყობს ”თბილისის მარათონს”. წელსაც ეს სპორტული ღონისძიება გერმანიის ელჩის, ბატონი ორთვინ ჰენიგისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ბატონ ლევან ყიფიანის პატრონაჟით გაიმართება. მარათონის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისის ზღვის გარშემო 21,0975 კილომეტრს გაირბენენ, დასასრულს კი თბილისის იახტკლუბის ტერიტორიაზე გაიმართება ზეიმი და გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. წელს მარათონში სავარაუდოდ 2 ათასამდე მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. გერმანიის საელჩოს ისევ ეყოლება მარათონში მონაწილე საკუთარი გუნდი.
მეტი..

კახეთის სოფლის მეურნეობისაგან მიღებული შთაბეჭდილებები - მთავრობის ღონისძიებები ნაყოფიერი გამოდგა

აგროტეკი ენისელში Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

აგვისტოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წარმოამდგენელთან ერთად მოინახულეს კახეთის რეგიონი, დაათვალიერეს რამდენიმე საწარმო და შეიქმნეს წარმოდგენა საქართველოს ამ ძირითადად აგრარულ რეგიონში წარმოების პირობებსა და საშუალებებზე.
მეტი..