Make it in Germany - გერმანიის პორტალი სპეციალისტებისათვის მთელი მსოფლიოდან

Make it in germany Bild vergrößern (© BMWi)

გერმანული ფირმები ინტენსიურად ეძებენ საუკეთესო განათლების მქონე სპეციალისტებს, განსაკუთრებით მათემატიკის, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკის (MINT) სფეროებში. მოთხოვნილებაა ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებზე და არა მხოლოდ აკადემიური განხრით.
”Make it in Germany” ხელს უწყობს უცხოელ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ იცხოვრონ და იმუშაონ გერმანიაში. გერმანულ და ინგლისურენოვან პორტალზე თავმოყრილია ინფორმაცია საკონსულტაციო და ხელშეწყობის არსებული შეთავაზებების შესახებ. აქ მოცემულია, თუ რომელ სფეროებში არის მოთხოვნილება სპეციალისტებზე და რა წინაპირობებია იმისათვის შესასრულებელი, რათა სპეციალისტებმა დაიწყონ მუშაობა გერმანიაში (”Quick-Check”). სპეციალურად დეფიციტური სპეციალობებისათვის შექმნილ სამუშაო ბირჟაზე შეგიძლიათ უპრობლემოდ მოიძიოთ ვაკანსიები. ინტერაქტიური მსოფლიო რუკა „Deutschland vor Ort“ შეიცავს მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანული დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაციასა და მათ შეთავაზებებს.
”Make it in Germany” არ არის მხოლოდ საინფორმაციო პორტალი - ეს არის გულითადი სტუმართმოყვარეობის გამოხატულებაც. აქ უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც უკვე გააკეთეს წარმატებული კარიერა გერმანიაში, ჰყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე და იძლევიან რჩევებს წარმატებული ინტეგრაციისათვის.
საინფორმაციო პორტალი წარმოადგენს გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალური სამინისტროს (BMWi), გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს (BMAS) და გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს (BA) ერთობლივი, სპეციალისტების მოსაზიდი ინიციატივის ნაწილს.

საინფორმაციო პარტალი ”Make it in Germany” სპეციალისტებისთვის მთელი მსოფლიოდან
რჩევები თემაზე - ”მუშაობა გერმანიაში” სპეციალისტებისთვის მთელი მსოფლიოდან (გერმანულ ენაზე)

კონტაქტი

იოახიმ ჰეკერი

ეკონომიკის, სამართლის და საკონსულო საქმეების ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ: 00 995 - 32 - 2447 - 300

დიალოგი ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ 2016 წლის 17-18 მარტს ბერლინში

Energy Transition Dialogue March 2016

გერმანიის ფედერალური მთავრობა 17-18 მარტს სტუმრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების შესახებ საერთაშორისო დიალოგზე ეპატიჟება. ღონისძიება განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე მეცნიერებისათვის, ამ სფეროში მომუშავე გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში/სომხეთში. DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს/სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას.

Germany Trade & Invest (GTAI)

Neues Logo Germany Trade and Invest (GTAI)

 GTAI-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია გერმანიის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ, ასევე ბაზრის სრული ანალიზები, ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია ცალკეული სამრეწველო დარგების შესახებ.

German Business Portal - თქვენი ბიზნესი გერმანიაში

Logo Außenwirtschaftsportal

გერმანული ბიზნეს პორტალი შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველთ ინგლისურ ენაზე მოიძიონ საჭირო ინფორმაცია გერმანიის, როგორც ევროპის უსხვილესი ბაზრის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია გერმანული ეკონომიკის წამყვან სექტორებთან დაკავშირებით.

German Business Portal