საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში გერმანია ამჟამად თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ჩინეთისა და უკრაინის შემდეგ მე-6 ადგილზეა. ექსპორტი გერმანიიდან (80%) ამ ორმხრივი ურთიერთობების კვლავ დიდ ნაწილს შეადგენს. გერმანიიდან იმპორტირებული საქონელი უმთავრესად არის ავტომობილები, მანქანა-დანადგარები, ფარმაცევტული ნაწარმი, ოპტიკური და ელექტრო-ტექნიკური პროდუქცია. საქართველოდან მცირე, მაგრამ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაზრდილ ექსპორტს უმთავრესად შეადგენს ნავთობი და ბუნებრივი აირი, ხილი და თხილი და ასევე ტანსაცმელი.

რუბრიკაში ”საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობა” ჩვენ შევაგროვეთ გარკვეული ინფორმაცია გერმანიის ბაზართან დაკავშირებით, რომელიც სასარგებლო იქნება ქართული კომპანიებისათვის. აქ თქვენ ნახავთ მაგალითად ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საერთაშორისო გამოფენების ან GTAI-ის ვებ-გვერდის შესახებ გერმანიაში საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)

პროფ.დოქტ. კლაუს ჰიპი, DWV-ს საბჭოს თავჯდომარე პროფ.დოქტ. კლაუს ჰიპი, DWV-ს საბჭოს თავჯდომარე (© DWV) გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა (DIHK) და გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის (AHK) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში/სომხეთში.  DWV 2007 წელს დაარსდა და დღეისათვის 140 -მდე წევრს ითვლის. გერმანიის საელჩო თბილისში DWV-ს საბჭოს სათათბიროს წევრია.

DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს/სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას და დაიცვას გერმანული ეკონომიკის ინტერესები საქართველოში/სომხეთში. DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს და აქტიურ დახმარებას სთავაზობს ქართულ/სომხურ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებაში. გარდა ამისა, DWV  Messe Frankfurt - ”მესე ფრანქფურტისა” და SES - ”სენიორ ექსპერტთა სერვისის” -  ოფიციალური წარმომადგენელია. 

Neues Logo Germany Trade and Invest (GTAI)

Germany Trade & Invest (GTAI)

 GTAI (Germany Trade & Invest) ჩამოყალიბდა 2009 წელს სარეკლამო საზოგადოების ”Invest in Germany GmbH” -სა და საგარეო ვაჭრობის ფედერალური სააგენტოს BfAI-ს გაერთიანების შედეგად. GTAI-ს მიზანი არის გერმანიის, როგორც ეკონომიკის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების ქვეყნის მარკეტინგი, ინვესტორების მიზიდვა (ადგილმდებარეობის მარკეტინგი) და ასევე იმ უცხოური ფირმების მხარდაჭერა, რომელთაც დამკვიდრება სურთ გერმანიის ბაზარზე.
GTAI გერმანიის ბაზარზე დამკვიდრებისას მხარში უდგას უცხოურ ფირმებს საინვესტიციო კონსულტაციების ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა საფეხურზე, დაწყებული ბაზრის ანალიზით და დამთავრებული ფირმის დაფუძნების ხელშეწყობით.
GTAI-ს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია გერმანიის, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ, ასევე ბაზრის სრული ანალიზები, ეკონომიკური მონაცემები და ინფორმაცია ცალკეული სამრეწველო დარგების შესახებ.

Frankfurter Buchmesse

გერმანია - გამოფენა-ბაზრობების ქვეყანა

გერმანია მსოფლიოში პირველ ადგილზეა საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობების ჩატარების თვალსაზრისით. გერმანული ბაზრობების მნიშვნელოვან უპირატესობას მათი საერთაშორისო ხასიათი წარმოადგენს.

კონტაქტი

იოახიმ ჰეკერი

ეკონომიკის, სამართლის და საკონსულო საქმეების ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ: 00 995 - 32 - 2447 - 300