გერმანია - გამოფენა-ბაზრობების ქვეყანა

გერმანული ეკონომიკის გამოფენებისა და ბაზრობების კომიტეტი

  Logo AUMA (© AUMA)

გერმანული ეკონომიკის გამოფენებისა და ბაზრობების კომიტეტი (AUMA) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გამოფენებისა და ბაზრობების ორგანიზატორების ინტერესებს წარმოადგენს და დაკავებულია საზღვარგარეთ გერმანული სავაჭრო-სამრეწველო გამოფენების ოფიციალური პროგრამის ორგანიზებით.

გერმანული ეკონომიკის გამოფენებისა და ბაზრობების კომიტეტი (AUMA)

2016-2017 წლებში გერმანიაში დაგეგმილი გამოფენა-ბაზრობების ჩამონათვალი


 

საერთაშორისო ”მწვანე კვირეული” ბერლინში (IGW)

Internationale Grüne Woche Bild vergrößern (© dpa // picture alliance)

”მწვანე კვირეული” არის საკვები პროდუქტების, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 1926 წლიდან იმართება ბერლინში და საგამოფენო კომპლექს ”Messe Berlin”-ში ყოველ წელს დაახლოებით 440.000 დამთვალიერებელს იზიდავს.

საერთაშორისო მწვანე კვირეული ბერლინში

ტურიზმის საერთაშორისო ბირჟა (ITB)

ITB Berlin Bild vergrößern (© Messe Berlin)

ტურიზმის საერთაშორისო ბირჟა (ITB) ბერლინში არის ტურიზმის წამყვანი სპეციალიზებული ბირჟა. მასში ყოველ წელს 10 ათასი ექსპონენტი მონაწილეობს და მას 140 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

ტურიზმის საერთაშორისო ბირჟა (ITB)

ჰანოვერის ბაზრობა

Hannover Messe Bild vergrößern (© picture-alliance/ Frank May)

ჰანოვერის ბაზრობაში რეგულარულად მონაწილეობს 6 ათასზე მეტი ექსპონენტი 60 ქვეყნიდან. ყოველი წლის აპრილში ეს გამოფენა ხდება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ტექნოლოგიების სამყაროში. გამოფენის სპექტრი ფართოა და მოიცავს მაგალითად ავტომატიზაციის პროცესებს, მილგაყვანილობის ტექნოლოგიებსა და მიკროსისტემებს.

ჰანოვერის ბაზრობა

ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა

Buchmesse Leipzig Bild vergrößern (© picture-alliance/ dpa)  

მწერლები, გამომცემლები, წიგნებით მოვაჭრეები და ბიბლიოთეკარები, ანტიკვარები და სავაჭრო ფირმების წარმომადგენლები, მხატვარ-ილუსტრატორები, ჟურნალისტები და რა თქმა უნდა მკითხველები - ყველა, ვინც სახელი მოიხვეჭა და კარიერა გააკეთა ლიტერატურის დარგში, წელიწადში ერთხელ იკრიბება მაინის ფრანკფურტში, წიგნებისა და მულტიმედიის პროდუქტების მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბაზრობაზე.

ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა

CeBIT 

CeBIT 2010 Bild vergrößern (© Deutsche Messe Hannover)

CeBIT არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრობა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. ის ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება ჰანოვერში და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საერთაშორისო პლატფორმას ამ დარგში არსებულ აქტუალურ ტენდენციებთან დაკავშირებით გამოცდილების გაცვლის საშუალებას.

CeBIT

USETEC - ნახმარი ტექნიკის ვებ-პლატფორმა და მსოფლიო ბაზრობა

USETEC – Weltmesse für Gebraucht-Technik Bild vergrößern (© USETEC)


USETEC supported by Reseale არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზრობა ნახმარი ტექნიკისათვის და მოიცავს ყველა სფეროს და მრეწველობის დარგის ნახმარ მანქანა-დანადგარებს.

USETEC


 

კონტაქტი

იოახიმ ჰეკერი

ეკონომიკის, სამართლის და საკონსულო საქმეების ხელმძღვანელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ: 00 995 - 32 - 2447 - 300