2014 წლის 11 მარტს ხელი მოეწერა ორ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის

ორი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა Bild vergrößern (© საქართველოს ფინანსთა სამინისტრო)

2014 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარხადურმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ორთვინ ჰენიგმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორ საერთაშორისო ხელშეკრულებას: შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ოქმს.
ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აცხადებს თანხმობას საქართველოსათვის 124,5 მილიონი ევროს გამოყოფაზე, საიდანაც 115 მილიონი ევრო არის შეღავათიანი სესხი, ხოლო 9,5 მილიონი ევრო - არადაბრუნებადი გრანტი. თანხები გამოიყოფა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით და განკუთვნილია შემდეგი პროექტებისათვის:

 -  ქუთაისში ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობა და ძველი ნაგავსაყრელის დახურვა,

 - დასავლეთ საქართველოში ჯვრის ახალი ელექტროგადამცემი სადგურის მშენებლობა, რომელიც იქნება შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის ნაწილი,

 - საფინანსო სისტემის განვითარების ხელშეწყობა სოფლებისათვის, რის შედეგადაც მცირე და საშუალო საწარმოებს შეეძლებათ იოლად მიიღონ კრედიტი,

 - აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის გაუმჯობესება,

 - სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია აჭარაში.


ასევე შესაძლებელია დამატებითი პროექტების დაფინანსება კომუნალური ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემები, ნაგავსაყრელები) და ენერგეტიკის სფეროებში.

ამ შეთანხმებით გერმანია აგრძელებს საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობას, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის. 1992 წლის შემდეგ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს 650 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური რესურსი გამოუყო. ამით გერმანია საქართველოსათვის აშშ-ის შემდეგ მეორე დონორი ქვეყანაა.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები უმთავრესად ეხება მონაცემთა გაცვლის საკითხებს, რომელიც შესაბამისობაში იქნა მოყვანილი უახლეს OECD - სტანდარტებთან. ასევე უფრო ინტენსიური ხდება თანამშრომლობა გერმანიისა და საქართველოს საგადასახადო ორგანოებს შორის.
შეთანხმებების საზეიმო ხელმოწერისას გერმანიის ელჩმა ხაზი გაუზვა ამ ფაქტის როგორც ეკონომიკურ და ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ მნიშვნელობას. ”შეთანხმების ხელმოწერა გამოხატავს გერმანიის დიდ ნდობას საქართველოსა და მისი სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართ. ეს ხაზს უსვამს გერმანულ-ქართული ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობების დინამიურ განვითარებას. აღნიშნული თანხმობა საქართველოს განსაკუთრებულიმხარდაჭერაა მის ევროპულ გზაზე” - აღნიშნა ელჩმა.