განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილების აქტუალური ინფორმაცია

სასოფლო-სამეურნეო პროექტები დევნილთა დასახლებებში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით

  სასოფლო-სამეურნეო პროექტები დევნილთა დასახლებებში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

პროექტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი მისი მდგრადობაა. ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც რამდენიმე წლის წინ დაფინანსებული პროექტები დამოუკიდებლად ვითარდება და ფართოვდება. ამის კარგი მაგალითია სასოფლო-სამეურნეო პროექტები მცხეთა-მთიანეთში, რომლებიც World Vision-მა და ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ 2011-2014 წლებში განახორციელა. ამ პროექტების ხარჯების უმეტესი ნაწილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ დააფინანსა.

შვიდ დასახლებაში 2008 წელს სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან დევნილი ოჯახები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ კოოპერატივები და განეხორციელებინათ სასოფლო სამეურნეო პროექტები. გერმანიის საელჩოს განვითარების პოლიტიკის დარგში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა კატარინა დერკორნმა 19 იანვარს ოთხი პროექტი მოინახულა: მარწყვის ვერტიკალური გაშენების სათბური წეროვანში, მეფუტკრეობის მეურნეობა საგურამოში, მეფრინველეობის ფერმა წილკანში და ჟოლოს პლანტაცია წინამძღვრიანთკარში. იქ იგი შეხვდა ფერმერებს, რომლებმაც მათი დადებითი გამოცდილებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

გერმანია საქართველოს დამატებით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს ბათუმის წარმატებული პროექტისათვის

გერმანია საქართველოს დამატებით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს ბათუმის წარმატებული პროექტისათვის Bild vergrößern (© საქართველოს ფინანსთა სამინისტრო)
კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი წლის მიწურულს: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით საქართველოს დამატებით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს ბათუმში სასმელი წლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ხადურმა და KfW-ის წარმომადგენელმა გუშინ (22.12.2015) თბილისში ხელი მოაწერეს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას. ამ თანხით უნდა დასრულდეს ბათუმში 2007 წელს დაწყებული პროექტი, რომელსაც ხელს უწყობს გერმანია.
„ბათუმის პროექტი ყოველთვის იყო გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტი. მას პირდაპირი და საგრძნობი სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა გერმანიის ელჩმა, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა ხელმოწერის შემდეგ. დღემდე მიღწეული წარმატებები შთამბეჭდავია: წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების განახლების და ახალი გამწმენდი ნაგებობის (ყველაზე თანამედროვე სამხრეთ კავკასიაში) მშენებლობის შედეგად პროექტის განხორციელების არეალში მცხოვრებ მოსახლეობას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. გარემოსათვის უსაფრთხო და ჰიგიენური კანალიზაცია კი იცავს შავი ზღვის ეკო-სისტემას და მინიმუმამდე ამცირებს მოსახლეობის ავადმყოფობის რისკებს. ეს ამავდროულად უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის ბათუმის სანაპიროს.
დღეს დამტკიცებული დამატებითი თანხების ჩათვლით გერმანიის მთავრობამ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტისთვის მთლიანობაში 140 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში 1992 წლიდან უკვე 700 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი.

კლიმატის დაცვა მცირე ჰესის მეშვეობით საქართველოში - დაფინანსებული გერმანიის მიერ

  Bild vergrößern
ელექტროენერგიის გამომუშავება, შემოსავლის მიღება და ამავდროულად კლიმატის დაცვა - ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე. მცირე ჰესის მეშვეობით, რომლისთვისაც არ არის საჭირო წყალსაცავი, შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავება სანდოდ და კლიმატისათვის უსაფრთხოდ. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით გერმანია კეძო კომპანიებს ეხმარება ასეთი მცირე ჰესების აშენებასა და მართვაში. ერთ-ერთი ასეთი ჰესი პანკისის ხეობაში მდებარეობს. წყალი, რომელსაც ეს ჰესი იყენებს, ე.წ. „მეორადი წყალია“, რომელიც სხვა ჰესის მიერ უკვე იქნა გამოყენებული. გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის ექსპერტი, ქალაბტონი კატარინა დერკორნი ჩეხეთის საელჩოს თანამშრომელთან, ბატონ ალბერტო სიდოსთან ერთად ამ ჰიდროელექტროსადგურს ეწვია.
რაც მას ყველაზე ძალიან მოეწონა: ჰესი მუშაობს გამართულად, არის ძალიან კარგ მდგომარეობაში და პროფესიონალურად იმართება. თავად იმ მილის გარშემოც, რომლითაც წყალი ტურბინისკენ მიემართება დარგეს ვენახი, თხილისა და ვაშლის ხეები, რადგან მოხდეს გარემოში მილის ინტეგრაცია. ზაფხულში იქაურ მაცხოვრებლებს იქ შეეძლებათ ხილის მოკრეფა და პიკნიკის გამართვა.

ASB-ის სოციალური დაწესებულებები პანკისის ხეობაში

ASB-ის სოციალური დაწესებულებები პანკისის ხეობაში Bild vergrößern (© ASB)
გერმანიის მუშა-სამარიტელთა კავშირმა (ASB) საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან და არასამთავრობო ორგანიზიასთან KRDF ერთად დუისში ბოლო ორი წლის განმავლობაში სამი სოციალური დაწესებულება გახსნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის დასრულების შემდეგ ორგანიზაციებმა საწარმოების პრეზენტაცია მოაწყვეს: „საკვირაო სკოლა“, რომელიც მოსწავლეებს საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარება, მოვლის სამსახური, რომელიც 20 ხანშიშესულ მარტოხელა ქალბატონზე ზრუნავს და დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 პირისათვის, რომლებიც ერთად სწავლობენ, თამაშობენ და პროდუქციას (თექის პროდუქციას, ყელსაბამებს) ამზადებენ და ამით უფრო მეტად არიან საზოგადოებაში იტეგრირებული. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია ამ საწარმოების მომავალთან დაკავშირებით: ჯერჯერობით ვერავინ განაცხადა თანხმობა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე მოიძებნება გამოსავალი, რომ ეს ძალიან კარგი პროექტები შენარჩუნდეს და ბენეფიციარებს პერსპექტივა გაუჩნდეთ!

ვიდეო-კლიპები კლიმატის შესახებ

Bild vergrößern

როგორ ავიცილოთ თავიდან დედამიწაზე შემდგომი დათბობა და როგორ შევამციროთ კლიმატის ცვლილებების უარყოფითი შედეგები? ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლები პარიზში გამართულ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს მთავრდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის კლიმატის ცვლილებების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ანასეული“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კლიმატის ფონდიდან გამოყოფილი თანხით გადაიღო ოთხი ვიდეო-კლიპი კლიმატის შესახებ. სამი კვირის განმავლობაში თბილისის სამი კინოთეატრის მაყურებლები მთავარი ფილმის დაწყებამდე ამ ვიდეო-კლიპებს ნახულობენ. მათ ასევე საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებელი და ზოგიერთი რეგიონული ტელევიზია გადაცემებს შორის აჩვენებს. ვისაც ჯერ არ უნახავს ეს კლიპები, მათთვის საინტერესო იქნება შემდეგი ლინკები:

1.Video: United Nations conference on climate change in Paris (COP 21) https://www.youtube.com/watch?v=g9ODC6-wIEc

2. Video: United Nations conference on climate change in Paris (COP 21) and Georgia https://www.youtube.com/watch?v=dUqzmc9SNsk

3.  Video: Energy efficient lifestyle in Georgia 

https://www.youtube.com/watch?v=RKymC3FsvK4

4. Video: Youth and United Nations Framework Convention on Climate Change (COP 21) https://www.youtube.com/watch?v=LOMTuHiRfRk

თბილისი ფინანსური თანამშრობლობის მხარდაჭერით „მომავლის ქალაქად“ იქცევა

Vertragsunterzeichnung Bild vergrößern (© Levan Tsitskishvili )
5 მაისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში „8th Local Economic Development Forum“-ის ფარგლებში ხელი მოეწერა 240 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულებას პროექტისათვის „Morgenstadt City Lab Tbilisi“. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ბატონმა არნე გროსმა, ხოლო თბილისის მერიის სახელით - თბილისის მერმა, ბატონმა დავით ნარმანიამ. „Morgenstadt City Lab“ არის ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის (Fraunhofer Institut) სამეცნიერო და საინოვაციო ქსელის „Morgenstadt: City Insights“-ის კონცეფცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქების მხარდაჭერა განვითარებისა და მდგრადი დაგეგმარების საკითხებში და ასევე „მომავლის ქალაქის“ კონცეფციისთვის ინოვაციების მოძიება და განხორციელება.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევარები მოიძიებენ და გაანალიზებენ ფართო სპექტრის ინფორმაციას ქალაქის შესახებ და მასზე დაყრდნობით განავითარებენ თბილისის მდგრადობის პროფილს, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომელი ფაქტორები არის ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი თუ ხელის შემშლელი. ამ პროფილის ბაზაზე ექსპერტები ქალაქის მერიასთან ერთად და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკების ჯგუფისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩაბმულობით ჩამოაყალიბებენ სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას ღონისძიებებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალაქ თბილისის ერთიან, ინტეგრირებულ და გარემოს დაცვის თვალსაზრისით გათვლილ განვითარებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ სფეროებს: ნარჩენების მენეჯმენტსა და წყალმომარაგებას, ენერგიას და რესურსების ეფექტურობას, მობილურობას, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, ეკონომიკურ და ბიზნეს-ინოვაციებს, ასევე უსაფრთხოებასა და მმართველობას. თბილისი თავის ფინანსურ წვლილს შეიტანს პროექტის განხორციელებაში და წარმოადგენს ექსპერტების ჯგუფს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლასა და ადგილობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
პროექტის შედეგები წარდგენილ უნდა იქნეს 2016 წლის გაზაფხულზე. აქედან შეიძლება წარმოიქმნას კონკრეტული პროექტები გერმანული ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისათვის, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იქნება საქართველოსთან მომავალი ფინანსური თანამშრომლობისას.

ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს პროექტი მე-3 ფაზაში გადადის თბილისის

Unterzeichnung des Finanzierungs-Vertrags für die dritte Phase des TJS Bild vergrößern (© KfW)

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაკვეთით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) ხელშეკრულება გააფორმა WWF-თან ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს  (TJS) მე-3 ფაზასთან დაკავშირებით. 2007 წლიდან TJS-ი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში ტრანსსასაზღვრო ღონისძიებებს ბუნების დაცვის სფეროში და მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უწყებებთან. გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5 მილიონი ევროსა და WWF-ის გერმანიის ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მინიმუმ 200.000 ევროს სახსრებით შესაძლებელი გახდება ამ ძალიან წარმატებული მუშაობის გაგრძელება. TJS-ი გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური თანამშრომლობის სამი კომპონენტის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი საქართველოში  

გერმანიის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი საქართველოში Bild vergrößern გერმანიის საპარლამენტო სახელმწიფო მდივნი ჰანს-იოახიმ ფუხტელი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (© გერმანიის საელჩო)

2014 წლის 30 აპრილიდან 2 მაისამდე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს-იოახიმ ფუხტელი საქართველოს სტუმრობდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბატონი ფუხტელი გაეცნო საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მან შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის მინისტრებთან და სახელმწოფო აუდიტის სამსახურის უფროსთან, სადაც განიხილეს გერმანიასა და საქართველოს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის აქტუალური მდგომარეობა და შემდგომი პერსპექტივები. გარდა ამისა მან მონიახულა რამდენიმე გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტი.

დამატებითი ინფორმაცია საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით იხილეთ აქ:

2014 წლის 11 მარტს ხელი მოეწერა ორ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის

  ორი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა Bild vergrößern (© საქართველოს ფინანსთა სამინისტრო)

2014 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა ორთვინ ჰენიგმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორ საერთაშორისო ხელშეკრულებას: შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ოქმს.
ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აცხადებს თანხმობას საქართველოსათვის 124,5 მილიონი ევროს გამოყოფაზე, საიდანაც 115 მილიონი ევრო არის შეღავათიანი სესხი, ხოლო 9,5 მილიონი ევრო - არადაბრუნებადი გრანტი. თანხები გამოიყოფა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

გერმანია ეხმარება საქართველოს ურბანული დაგეგმარებისა და სამშენებლო კანონმდებლობის დამუშავების საკითხში

GIZ-ის სემინარი სამშენებლო სამართლის შესახებ Bild vergrößern (© გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ))

დაგეგმარებისა და სამშენებლო კანონპროექტთან დაკავშირებული სამ დღიანი საჯარო სემინარით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გაარძელა თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან აღნიშნული კანონმდებლობის რეფორმირების საკითხში. ღონისძიების მიზანი იყო, ექსპერტებისა და საზოგადეობისათვის მიეცათ ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ ერთობლივად შემუშავებული კანონპროექტის განხილვის შესაძლებლობა.
ამ რეფორმით საქართველოს სამშენებლო კანონმდებლობა უნდა იქნას მოყვანილი შესაბამისაობაში ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებთან და ასევე ურბანული დაგეგმარებისა და მშენებლობის ევროპულ სტანდარტებთან. ამით საქართველოს სამშენებლო დარგში გაუმჯობესდება ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მდგრადობა.
გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, ბატონი გიდო მინთელი მიესალმა სემინარის მონაწილეებს და მოუწოდა მათ საქართველოს ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოებისაკენ, მიუხედავად ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა. მისი თქმით, ეს არის შანსი და ინვესტიცია მომავალში.

ელექტროგადამცემი ქვესადგურის გახსნა ახალციხეში  

  ელექტროგადამცემი ქვესადგური გახსნა ახალციხეში Bild vergrößern (© საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (GSE))

 2013 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრებთან, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(EBRD) წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში ელექტროგადამცემი ქვესადგური გახსნა, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა. გერმანიის მიერ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით თანადაფინანსებული ელექტროგადამცემი სისტემა საქართველოს ელექტრო ქსელს თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს, რომელიც წარმოადგენს შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ნაწილს, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის ელექტროენერგიის გადაცემას ”ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”.

გერმანიის ელჩის ორთვინ ჰენიგის მისასალმებელი სიტყვა ახალციხის ელექტროგადამცემი ქვესადგურის გახსნასთან დაკავშირებით [pdf, 42.52k]

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილების აქტუალური ინფორმაცია

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300