GIZ-ის, KfW-ს და PTB-ს პროგრამები და პროექტები

GIZ-ის პროექტები საქართველოში

გერმანიის ეკონომიკური თანამშრობლობისა და გავითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით GIZ 1992 წლიდან საქართველოს ეხმარება სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შექმნის ტრანსფორმაციის პროცესში. 2009 წელს განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სამი სფეროს ფარგლებში GIZ ამჟამად ახორციელებს ექვს რეგიონალურ პროგრამას შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკის ხელშეწყობა,
  • სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა,
  • ადგილობრივი თავითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა,
  • ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა,
  • მთიანი რეგიონების ეროზიებისაგან ინტეგრირებული დაცვის ხელშეწყობა,
  • საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში.

მოკლე ინფორმაცია ცალკეული პროექტების შესახებ იხილეთ აქ:

(© Deutsche Botschaft Tiflis)

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პროექტები საქართველოში

KfW საქართველოში მრავალ პროექტს აფინანსებს შემდეგ სფეროებში:

  • გარემო და ენერგეტიკა,
  • ეკონომიკის მდგრადი განვითარება და
  • დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.

აქ იხილავთ მოკლე ინფორმაციებს ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტების შესახებ:

Logo PTB

გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტები საქართველოში

2014 წლიდან PTB ახორციელებს პროექტს "სურსათის ტესტირებისა და მეტროლოგიის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". დამატებითი ინფორმაცია ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ PTB -ს ვებ-გვერდზე.

GIZ-ის, KfW-ს და PTB-ს პროგრამები და პროექტები

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები საქართველოში

ქვემოთ მოცემულ ვებ-გვერდზე იხილავთ აქტუალურ ინფორმაციას განვითარების სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამისათვის საძიებო ველში „დაფინანსების წყარო“ მიუთითეთ სიტყვა „გერმანია“.
www.eaims.ge

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300