GIZ-ის პროექტები საქართველოში

საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში

GIZ - Management öffentlicher Finanzen im Südkaukasus Bild vergrößern (© GIZ)

სფერო: დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება

საჯარო ფინანსური სექტორისა და ადმინისტრირების მოდერნიზება საქართველოსა და სომხეთის მთავრობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლებისა, მაგალითად გადასახადების ამოღებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ორივე ქვეყანა დამატებითი გამოწვევების წინაშე დგას. პროგრამა ითვალისწინებს საბიუჯეტო სექტორის სამი მთავარი მოთამაშის, ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტისა და კონტროლის პალატის კონსულტირებას ორივე ქვეყანაში. პროგრამის პირველი ფაზის მთავარი თემაა ბიუჯეტის მართვისა და ფინანსური კონტროლის რეფორმა. პროგრამა ითვალისწინებს კონსულტაციებს ბიუჯეტის შედეგზე ორიენტირებული მართვის, შიდა კონტროლის სისტემის გაძლიერების, გარე ფინანსური კონტროლის გაძლიერებისა და საპარლამენტო კონტროლის საკითხებში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ GIZ-ის ინტერნეტ გვერდზე:

GIZ-ის პროექტი საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში

GIZ - Kommunalentwicklung im Südkaukasus Bild vergrößern (© GIZ) სფერო: დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო ადმინისტრირება

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობები და დემოკრატია და ამისათვის შექმნან საჭირო სამართლებრივი და ინსტიტუციონალური პირობები. სამივე ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობები ჯერ ისევ სუსტია და მუნიციპალიტეტები ჯერჯერობით საკმარისად ვერ უმკლავდებიან ეფექტური ადგილობრივი მმართველობის ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, მოქლაქეებზე ორიენტირებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშგება. პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ეროვნულ დონეზე საპილოტო რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში და ასევე თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ორგანიზაციათა ქსელთან. GIZ უწევს მათ კონსულტაციას ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების განვითარების ეროვნული ჩარჩო პირობების საკითხებში. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და ეფექტური ადგილობრივი მმართველობა სამხრეთ კავკასიაში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ GIZ-ის ინტერნეტ გვერდზე:

GIZ-ის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში

სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში

GIZ - Rechts- und Justizreformberatung im Südkaukasus Bild vergrößern (© GIZ) სფერო: დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო ადმინისტრირება

მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, ტრანფორმაციის პროცესები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამართლისა და სასამათლოს სფეროებში ჯერ ისე არ არის განხორციელებული, რომ არსებობდეს სრული სამართლებრივი უსაფრთხოება. ამან კი შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეთა ნდობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. სამხრეთ კავკასიაში სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერის* პროგრამის საშუალებით უნდა გაიმართოს ქვეყნებს შორის დიალოგი სამრთლებრივი სახელმწიფოებრიობის საკითხებში და სამივე სახელმწიფოში უნდა გამყარდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სამართლის სისტემა. GIZ თავის პარტნიორებს უწევს კონსულტაციას პროგრამის შემდეგ კომპონენტებში: დიალოგი სამრთლებრივი სახელმწიფოებრიობის საკითხებში, კანონმდებლობა, კანონთა იმპლემენტაცია და პოპულარიზაცია.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ GIZ-ის ინტერნეტ გვერდზე:

GIZ-ის პროექტი სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში

ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში

GIZ - Nachhaltige Bewirtschaftung der Biodiversität im Südkaukasus Bild vergrößern (© GIZ)

სფერო: გარემო და ენერგეტიკა

ბიომრავალფეროვნებას სამხრეთ კავკასიაში გლობალური მნიშვნელობა გააჩნია. სულ უფრო მეტ სახეობასა და ეკოსისტემის ფუნქციონალობას ემუქრება საფრთხე. ძალიან დიდია ზეწოლა ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე. ტყეების გაკაფვა და ხის არალეგალური ჭრა, ზედმეტად ბევრი საქონელი, არასწორი პრაქტიკა სოფლის მეურნეობაში და უკონტროლო ნადირობა იწვევს სოციალური და ეკონომიკური საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციასა და განადგურებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის პროგრამამ წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის კონცეფციის უკეთეს განხორციელებაში. GIZ-ის კონსტულტაციათა პრიორიტეტია ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ჩარჩო პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში ხდება გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესების სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავების მხარდაჭერა. წინა პლანზე წამოწეულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებში მენეჯმენტისა და დარგის კომპეტენციის განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ GIZ-ის ინტერნეტ გვერდზე:

GIZ-ის პროექტი ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში

მთიანი რეგიონების ეროზიებისაგან ინტეგრირებული დაცვა სამხრეთ კავკასიაში

GIZ - Integrierter Erosionsschutz in Gebirgslagen im Südkaukasus Bild vergrößern (© GIZ)

სფერო: გარემო და ენერგეტიკა

კავკასიის მთიან რეგიონებში დასახლებები და სოფლები იმ ადგილებში გაჩნდა, სადაც ტყე გარკვეულ როლს თამაშობდა ზვავების, მეწყერებისა და მსგავსი ეროზიული მოვლენებისგან დასაცავად. მთის ტყეების საძოვრებად გადაქცევა და შეშისათვის ხეების მოჭრა ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას იწვევს. ეს კი მთის მოსახლეობისათვის სასიცოცხლო პრობლემად იქცა. სამხრეთ კავკასიაში მთიანი რეგიონების ეროზიებისაგან ინტეგრირებული დაცვის პროგრამამ წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ ეროზიების ინტეგრირებული დაცვის კონცეფცია გათვალისწინებული იყოს ქვეყნის იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომლებიც ეხება მიწის მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების საჭიროებათა და ეკოსისტემის მოთხოვნათა შესაბამისობაში მოყვანას. საპილოტო რეგიონებში ხდება ეროზიებისა და საძოვრების მდგომარეობის აღწერა და რუკაზე გადატანა, რათა ამის საფუძველზე შემუშავდეს ეროზიისგან დაცვის შესაბამისი ღონისძიებები. ეროზიებისგან ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებებს მიეკუთვნება მცირე ტყეების მიზნობრივი გაშენება, ადგილობრივი სატყეო მეურნეობა, ეროზიებისგან დაცვის საინჟინრო-ბიოლოგიური ღონისძიებები, საძოვრების მდგრადი მართვა. ეს ღონისძიებები სამივე ქვეყანაში განსხვავებული მიდგომით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ GIZ-ის ინტერნეტ გვერდზე:

GIZ-ის პროექტი მთიანი რეგიონების ეროზიებისაგან ინტეგრირებული დაცვა სამხრეთ კავკასიაში

რეგიონალური ეკონომიკის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში

GIZ - Regionale Wirtschaftsförderung im Südkaukasus Bild vergrößern (© GIZ)

სფერო: ეკონომიკის მდგრადი განვითარება

აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა საბაზრო ეკონომიკური სტრუქტურული რეფორმების შედეგად დიდი წინსვლა განიცადეს კერძო სექტორისათვის საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესების კუთხით. ეს პოზიტიური წინსვლა ასახულია მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშებშიც (Doing Business). ეს ქვეყნები რეიტინგში ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში სტაბილურად პირველ მესამედში ხვდებიან. მაგრამ ის შესაძლებლობები და შანსები, რომლებსაც ეს რეიტინგი იძლევა, ჯერ არ არის საკმარისად გამოყენებული. სამხრეთ კავკასიის რეგიონში საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების და სპეციალისტების მომზადების ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს. ასევე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს შეთანხმებული ეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. GIZ-ის კონსულტაციების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური განვითარების პროცესების დაგეგმვა და განხორციელება.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ GIZ-ის ინტერნეტ გვერდზე:

GIZ-ის პროექტი რეგიონალური ეკონომიკის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში

GIZ-ის პროექტები საქართველოში

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300