2016 წელს დაფინანსებული პროექტები

2016 წელს გერმანიის საელჩომ საქართველოში ხუთი მცირე პროექტი დააფინანსა. მთლიანობაში დაფინანსების თანხა 62.180 ევროს შეადგენდა. აქ გაიგებთ უფრო მეტს პროექტებისა და მათი მიზნების შესახებ.

უფასო სასადილო სოციალურად დაუცველი პირებისათვის


პარტნიორი ორგანიზაცია: ქალაქ თელავის გამგეობა
რეგიონი: თელავი / კახეთი
საელჩოს დაფინანსება: 24.591 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით გარემონტდება უფასო სასადილო, რომელიც ყოველ დღე  300 ადამიანს ემსახურება. კიდევ სამოცი სოციალურად დაუცველი პირისთვის სადილი სახლში მიაქვთ.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციისა და თერაპიის ცენტრისთვის ინვენტარის შეძენა


პარტნიორი ორგანიზაცია: რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი
რეგიონი: რუსთავი / ქვემო ქართლი
საელჩოს დაფინანსება: 6.423 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს წინა სასკოლო განათლებისა და თერაპიის მიღების საშუალება აქვთ. საელჩოს დახმარებით მოხდა ინვენტარის შეძენა. ცენტრი ემსახურება 60 ბავშვს.


სტამბა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახელოსნოში


პარტნიორი ორგანიზაცია: APNSC კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 13.400 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: კავშირს აქვს დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. საელჩოს ფინანსური დახმარებით შეძენილ იქნა ინვენტარი და მასალა სტამბისთვის. ცენტრის დაახლოებით 50 ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას სტამბაში მოწყობილ ვორქშოპებში.


რეაბილიტაციისა და თერაპიის ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში


პარტნიორი ორგანიზაცია: პირველი ნაბიჯი საქართველო
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 10.546 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ორგანიზაციას აქვს დღის ცენტრი, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. პროექტის ფარგლებში გარემონტდა აქამდე აუთვისებელი ოთახები, რის შედეგადაც უფრო მეტ ბავშვს შეუძლია ისარგებლოს ფსიქოლოგების, დარგობრივი პედაგოგებისა და ლოგოპედების მომსახურებით. პროექტი მთლიანობაში 262 ბავშვს ემსახურება.


ლიფტი ეტლით მოსარგებლეთათვის საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ცენტრში

პარტნიორი ორგანიზაცია: GEFPOR - საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 7.219 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ორგანიზაცია 2003 წლიდან ამარაგებს პაციენტებს პროტეზებით. საელჩოს დახმარებით შენობაში დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი ეტლით მოსარგებლე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის ფარგლებში უხდებათ ორგანიზაციის შენობაში ღამის გათენება.

2016 წელს დაფინანსებული პროექტები

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300