2014 წელს დაფინანსებული პროექტები

2014 წელს საელჩომ დააფინანსა შვიდი მცირე პროექტი საქართველოში მთლიანობაში 54.978 ევროს ოდენობის თანხით. აქ შეგიძლიათ შეიტყოთ უფრო მეტი ამ პროექტებისა და მათი მიზნების შესახებ.

ბავშვთა დღის ცენტრის მოწყობა ერგნეთში

პარტნიორი ორგანიზაცია: ერგნეთის რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი
რეგიონი: ერგნეთი / შიდა ქართლი
საელჩოს დაფინანსება: 7.849€ ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: საელჩოს ფინანსური დახმარებით გარემონტდა 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლის ერთი ოთახი. ამ ოთახში მოეწყო საბავშვო ბაღი, რომელიც სოფელ ერგნეთის დაახლოებით 20 ბავშვს ყოველ დღე ემსახურება.

დევნილების (განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების) და მათი საცხოვრებელი სოფლების ხელშეწყობა შიდა ქართლში

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) Bild vergrößern (© ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG))
პარტნიორი ორგანიზაცია: "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)"
რეგიონი: შიდა ქართლი / სოფლები: შავშვები, ხურვალეთი, სკრა, ბერბუკი, კარალეთი
საელჩოს დაფინანსება: 10.339 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ემსახურება განსაკუთრებით იმ დევნილების  მხარდაჭერას, რომლებმაც 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის ომის შემდეგ დატოვეს თავიანთი სახლები. საელჩოს თანხებით დაფინანსდა კომპიუტერისა და სხვადასხვა ხელობის კურსების ორგანიზება და სოციალური ცენტრების კომპიუტერული მოწყობილობების განახლება და გაფართოება.

ნიქოზის თემის ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ტელე-სამედიცინო კავშირის დამყარება სამხრეთ ოსეთთან

ნიქოზის ამბულატორია Bild vergrößern (© ნიქოზის ამბულატორია)
პარტნიორი ორგანიზაცია: ნიქოზის ამბულატორია / არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი"
რეგიონი: ნიქოზი / შიდა ქართლი
საელჩოს დაფინანსება: 6.250,00 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი შედგება ორი კომპონენტისაგან: პირველი კომპონენტის ფარგლებში ნიქოზის ამბულატორიამ ახლომდებარე სოფლებში ჩაატარა საგანმანათლებლო კამპანია ჩიყვის სწორი მონაცემების მნიშვნელობაზე რეპროდუქტიული კუთხით და შეიძინა სამედიცინო აპარატურა. მეორე კომპონენტის ფარგლებში ნიქოზის ამბულატორიამ შეიძინა საჭირო კომპიუტერული პროგრამა ტელე-სამედიცინო სერვისის მოსაწყობად. ამ სერვისის მეშვეობით რეგიონის სხვა სოფლებისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ექიმებს აქვთ საშუალება, მძიმე შემთხვევების დროს კონსულტაციები გაიარონ ნიქოზის ამბულატორიის ექიმებთან და არ იქმნება აუცილებლობა, რომ პაციენტები თავად გაემგზავრონ ნიქოზში.

"ყრუთა კავშირი"-ს ცენტრის გარემონტება და აღჭურვა ზუგდიდში

"ყრუთა კავშირი"-ს ცენტრი Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)
პარტნიორი ორგანიზაცია: "ყრუთა კავშირი"
რეგიონი: ზუგდიდი / სამეგრელო
საელჩოს დაფინანსება: 7.670 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა:  "ყრუთა კავშირი"-ს მიზანს წარმოადგენს სმენადაქვეითებული ადამიანების დახმარება. კავშირის ზუგდიდში მდებარე ცენტრი სმენადაქვეითებულ პირებს სთავაზობს მეტყველების და სმენის არმქონე პირთათვის განკუთვნილ უფასო ჟესტური ენის კურსებს და მათთვის წარმოადგენს ადგილს, სადაც შესაძლებელია შეხვედრა და სოციალური კონტაქტების დამყარება. საელჩოს დახმარებით მოხდა ცენტრის გარემონტება და აღჭურვა.

კახათის საბავშვო ბაღში „რწმენა“, სამზარეულოს, საძინებლის, ტუალეტებისა და აბაზანის მოწყობა

საბავშვო ბაღში „რწმენა“ Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)
პარტნიორი ორგანიზაცია: საბავშვო ბაღი „რწმენა“
რეგიონი: სამეგრელო / სოფელი კახათი
საელჩოს დაფინანსება: 19.116,00 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: საელჩოს ფინასური დახმარებით გარემონტდა საბავშვო ბაღი, რომელიც ემსახურება 93 ბავშვს. ამ ბავშვების თითქმის ნახევარი  არის დევნილების ოჯახებიდან და უმეტესად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

ცენტრალური გათბობის მოწყობა მოხუცებულთა თავშესაფარში

მოხუცებულთა თავშესაფარი „სიკეთის ლამპარი“ Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)
პარტნიორი ორგანიზაცია: მოხუცებულთა თავშესაფარი „სიკეთის ლამპარი“
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 1.572 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: ფონდს „სიკეთის ლამპარს“ თბილისში აქვს პატარა კერძო მოხუცებულთა სახლი, სადაც ამჟამად უსასყიდლოდ ცხოვრობს 25 მოხუცი, რომლებსაც აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავის მოვლა და არც ოჯახები ჰყავთ. საელჩოს ფინანსური დახმარებით მოხუცებულთა სახლში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.

ცენტრალური გათბობის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში

პარტნიორი ორგანიზაცია: ორგანიზაცია „ანიკა“
რეგიონი: თბილისი
საელჩოს დაფინანსება: 2.183 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა: „ანიკა“ არის 1997 წელს მშობლების ინიციატივით დაარსებული ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მოვლა. „ანიკას“ მიერ დაარსებული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს  სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს. საელჩოს ფინასური დახმარებით „ანიკას“ ცენტრის შენობის პირველ სართულზე ახალგაზრდების თავშეყრის სოციალურ ოთახში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.

2014 წელს დაფინანსებული პროექტები

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300