2013 წელს დაფინანსებული პროექტები

2013 წელს საელჩომ დააფინანსა მცირე პროექტები საქართველოში მთლიანობაში 73.269 ევროს ოდენობის თანხით. აქ შეგიძლიათ შეიტყოთ უფრო მეტი ამ პროექტებისა და მათი მიზნების შესახებ.

ასოციაცია ”ანიკას” დღის ცენტრის შენობის სრული დატვირთვა ლიფტის ჩაშენების მეშვეობით 

  ლიფტი ასოციაცია ''ანიკას'' დღის ცენტრისთვის Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

პარტნიორი ორგანიზაცია: გაერთიანება ”ანიკა”

ადგილი: თბილისი

საელჩოს დაფინანსება: 17.790 ევრო

პროექტის მოკლე აღწერილობა: ”ანიკა” არის 1997 წელს შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვების მშობლების ინიციატივით დაფუძნებული გაერთიანება შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვების ხელშეწყობისა და მოვლისათვის. მას თბილისში ორი დღის ცენტრი აქვს, რომლებიც პირველ რიგში ბავშვებს, მაგრამ ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზრდილებსაც სთავაზობენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ”ანიკას” მთავარი დღის ცენტრი ამისათვის შესაბამისად არის აღჭურვილი, მაგრამ აქამდე ოთხსართულიან შენობას არ ჰქონდა ლიფტი და ამის გამო გადაადგილების პრობლემების მქონე პირთათვის მხოლოდ პირველ სართულზე მდებარე ოთახების გამოყენება იყო შესაძლებელი. საელჩოს დაფინანსებითა და ასევე ქალაქ თბილისის ფინანსური დახმარებით შეძენილ იქნა დიდი საინვალიდო ეტლებისათვისაც გამოსადეგარი ლიფტი და მოხდა მისი დამონტაჟება ცენტრში. ამით შესაძლებელი გახდა დღის ცენტრის სხვა სართულებზე განლაგებული ოთახების შეუზღუდავად გამოყენება.

თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა

პარტნიორი ორგანიზაცია: ”დავითიანნი”
ადგილი: თბილისი

საელჩოს დაფინანსება: 2.650 ევრო

პროექტის მოკლე აღწერილობა: ”დავითიანნი” არის საქართველოს საპატრიარქოს საერთაშორისო ფონდთან ახალგაზრდების მიერ დაარსებული მოძრაობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია. მოძრაობის საქმიანობა მიმართულია ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებზე და ახალგაზრდებზე, ასევე ობოლ ბავშვებსა და ლტოლვილთა შვილებზე. მცირე პროექტის ფარგლებში გაერთიანებამ შეიძინა აპარატურა ფილმების მობილური ჩვენებებისათვის (ბიმერი, ლეპტოპი, ეკრანი, გენერატორი). ამით გაერთიანებას საშუალება აქვს, თბილისსა და მის შემოგარენში სხვადასხვა ადგილას მოაწყოს ”კინოკლუბები”, მაგალითად ლტოლვილთა დასახლებებში, საბავშვო სახლებსა და ხანდახან ასევე მოხუცებულთა თავშესაფრებში.

სოფელ არგოხის სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ სუნელების დამზადება გასაყიდად

პარტნიორი ორგანიზაცია: ”Ethik Finance”
ადგილი: სოფელი არგოხი

საელჩოს დაფინანსება: 5.859 ევრო


პროექტის მოკლე აღწერილობა: პროექტის ფარგლებში სოფელ არგოხის ახალგაზრდებმა გაერთიანება ”Ethik Finance”-ის მხარდაჭერით დაარსეს საკუთარი კოოპერატივი გამხმარი კალენდულას დასამზადებლად. საელჩოს ფინანსური დახმარებით შეძენილ იქნა ამისათვის საჭირო მცენარეთა საშრობი და ასევე სასემინარო ოთახის აღჭურვილობა. პროექტის სხვა ხარჯები გაერთიანებამ თავად დაფარა. პროექტის მეშვეობით მონაწილე ახალგაზრდებს პირველად აქვთ საშუალება, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. ახალგაზრდები იძენენ მნიშვნელოვან პროფესიულ ცოდნას, რომელიც აუმჯობესებს მათი დასაქმების შანსებს სამუშაო ბაზარზე. კოოპერატივის წარმატებული მუშაობით ბევრ მათგანს პროფესიული პერსპექტივა გაუჩნდა თავის სოფელში.

შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვების საკლასო ოთახის აღჭურვა ლანჩხუთში

ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლაში Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

პარტნიორი ორგანიზაცია: ”ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა”
ადგილი: ლანჩხუთი

საელჩოს დაფინანსება: 1.745 ევრო


პროექტის მოკლე აღწერილობა: ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა მონაწილეობს ”ინკლუზიური განათლების” ინიციატივაში, რომელიც ქვეყნის მაშტაბით ქართულ სკოლებში ხორციელდება. ამიტომ 2011/2012 სასწავლო წლიდან სკოლა იღებს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. საელჩოს დაფინანსებით მოეწყო ერთი საკლასო ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის და სკოლის შესასვლელში გაკეთდა პანდუსი საინვალიდო ეტლებისათვის.

მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის გაფართოება ქუთაისში

ავტობუსი მარტოხელა ხანდაზმულთა ცენტრისთვის ქუთაისში Bild vergrößern (© დახმარების ეროვნულ ფონდი)

პარტნიორი ორგანიზაცია: ”დახმარების ეროვნულ ფონდი”

ადგილი: ქუთაისი

საელჩოს დაფინანსება: 24.546 ევრო



პროექტის მოკლე აღწერილობა: არასამთავრობო ორგანიზაცია ”დახმარების ეროვნულ ფონდს” აქვს ორი სოციალური ცენტრი მარტოხელა ხანდაზმულთათვის ქუთაისში. ისინი ემსახურებიან 500-ზე მეტ ხანდაზმულ მარტოხელა ადამიანს ქუთაისიდან და მისი შემოგარენიდან. ბენეფიციარები დღისით მიდიან ცენტრებში, რათა შეხვდნენ სხვა ხანდაზმულებს, დაიბანონ, გარეცხონ სარეცხი, ითამაშონ ჭადრაკი, იმღერონ და დაკავდნენ ხელსაქმით. სამწუხაროდ ბევრი მოხუცი, ვისაც ეს ცენტრები ყველაზე მეტად სჭირდება, ხშირად ვერ მიდიოდა იქ: ქალაქის ცენტრში მდებარე ცენტრი განლაგებულია შენობის მეორე სართულზე, სადაც მხოლოდ კიბით შეიძლებოდა ასვლა, ამიტომ გადაადგილებაში შეზღუდული და საინვალიდო ეტლში მჯდომი პირები იქ ვერ ადიოდნენ. მეორე ცენტრიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობის გამო ამ პირთათვის მიუღწეველი იყო. საელჩომ დააფინანსა ქალაქის ცენტრში მდებარე ცენტრში ლიფტის დამონტაჟება და ასევე მიკროავტობუსის ყიდვა, რომლითაც ხდება გადაადგილებაში შეზღუდული ხანდაზმულების სახლიდან წამოყვანა და ცენტრში მიყვანა.

თერჯოლის ”ინვალიდთა ასოციაციის” კომპიუტერული კაბინეტის გაფართოება

პარტნიორი ორგანიზაცია: თერჯოლის ”ინვალიდთა ასოციაცია”

ადგილი: თერჯოლა

საელჩოს დაფინანსება: 1.098 ევრო


პროექტის მოკლე აღწერილობა: თერჯოლის ”ინვალიდთა ასოციაციის” მეშვეობით სხვადასხვა ხელშემწყობ შეთავაზებებს შორის მუშაობს ”კომპიუტერული კაბინეტი”, სადაც ასოცოაციის წევრებს სთავაზობენ უფასო კომპიუტერულ კურსებს. ამ კურსების უპირველეს მიზანს წარმოადგენს მონაწილეთა მიერ კომპიუტერული პროგრამების შესწავლა, რომლებიც მათ დაეხმარებათ ანაზღაურებადი სამსახურის ძებნაში (ასე მაგალითად, Office-პროგრამების დაუფლება და სხვა). საელჩოს დაფინანსებით ასოციაციამ დამატებითი კომპიუტერული ადგილები შექმნა და გააფართოვა თავისი სერვისი.

შეზღუდუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სკოლის აღჭურვილობის გაუმჯობესება თბილისში

უნარშეზღუდული ბავშვებისათვის განკუთვნილი სკოლის აღჭურვილობის გაუმჯობესება Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)  

პარტნიორი ორგანიზაცია: ”თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი”

ადგილი: თბილისი

საელჩოს დაფინანსება: 4.411 ევრო

პროექტის მოკლე აღწერილობა: თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი თბილისში ამუშავებს ვალდორფის სკოლას მძიმე გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბავშვებისათვის. სკოლა იღებს მხოლოდ ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ბავშვების სპეციალური ხელშეწყობის სხვა საშუალება. სკოლაში ამჟამად 90 ბავშვი სწავლობს. სკოლის მიზანს წარმოადგენს ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. საელჩოს სახსრებით ნაწილობრივ განახლდა და გაფართოვდა სკოლის მოძველებული აღჭურვილობა, შეძენილ იქნა სხვადასხვა სასწავლო მასალა და საკლასო ოთახების მოწყობილობა.

მოხუცთა სახლისთვის სახურავის შეცვლა თბილისში

მოხუცთა სახლისთვის სახურავის შეცვლა თბილისში Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

პარტნიორი ორგანიზაცია: ფონდი ”სიკეთის ლამპარი””

ადგილი: თბილისი

საელჩოს დაფინანსება: 4.593 ევრო

პროექტის მოკლე აღწერილობა: ფონდ ”სიკეთის ლამპარის” დახმარებით თბილისში ფუნქციონირებს პატარა კერძო მოხუცთა სახლი, სადაც დღესდღეობით უფასოდ არის განთავსებული 25 მარტოხელა, მოსავლელი მოხუცი. მცირე პროექტის ფარგლებში მოხუცთა სახლის ძველი თუნუქის სახურავი, რომლიდანაც შენობაში წყალი ჩადიოდა, შეიცვალა ახლით და გარემონტდა წყლისგან დაზიანებული ოთახები.

”გორის ინვალიდთა კლუბის” სოციალური საწარმო  ”გორდეზიანის” გაფართოება

სოციალური საწარმო ”გორდეზიანის” გაფართოება Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

პარტნიორი ორგანიზაცია: ”გორის ინვალიდთა კლუბი”

ადგილი: გორი

საელჩოს დაფინანსება: 6.633 ევრო

პროექტის მოკლე აღწერილობა: ”გორის ინვალიდთა კლუბის” მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო ”გორდეზიანი” სთავაზობს უნარშეზღუდულ პირებს საშუალებას, შეისწავლონ კერვა და დასაქმდნენ. საელჩოს დაფინანსებით შეძენილ იქნა საკერავი და საქსოვი დანადგარები, რათა მომხდარიყო სოციალური საწარმოს გაფართოება. ამით შეიქმნა ახალი სამუშაო და საგანმანათლებლო ადგილები.

დიაკონური მოვლის სამსახურის აღჭურვილობის გაუმჯობესება თბილისში

პარტნიორი ორგანიზაცია: ევანგელიურ-ლუთერული დიაკონური სამსახური საქართველოში (ELDWG)
ადგილი: თბილისი

საელჩოს დაფინანსება: 3.442 ევრო


პროექტის მოკლე აღწერილობა: ELDWG-ს მარტოხელა მოხუცებისათვის აქვს მობილური მოვლის სამსახური, რომელმაც 2013 წლის ივლისში დაიწყო მუშაობა. პროექტის ფარგლებში საელჩომ დააფინანსა მომვლელი პერსონალის პროფესიული საბაზო აღჭურვილობა, რათა ამაღლებულიყო შეთავაზებული მოვლის ხარისხი.

2013 წელს დაფინანსებული პროექტები

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300