გერმანიის საელჩოს მცირე პროექტები

რა არის მცირე პროექტი?

ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო მრავალი წელია ეხმარება საქართველოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. საქმე ეხება ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. ეს უნდა იყოს ერთჯერადად დასრულებადი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ზემოაღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფებზე. საელჩოს წელიწადში შეუძლია დაახლოებით ათი-თორმეტი მცირე პროექტის დაფინანსება.
საბავშვო ბაღი „რწმენა“ Bild vergrößern (© გერმანიის საელჩო)

2017 წლის პროექტების დაფინანსებაზე განაცხადების მოწოდების ვადა გაგრძელებულია 2017 წლის 17 თებერვლამდე. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ ელ. ფოსტით 2017 წლის ივნისის ბოლოს.

ქვემოთ მოცემული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა გერმანულ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა ხარჯთაღრიცხვასთან (Word-ის ან Excel-ის ფორმატში) ერთად შემდეგ მეილზე: tifl%27%auswaertiges-amt%27%de,wz-100

თქვენი მეილის სათაურის გრაფაში (subject) გთხოვთ მიუთითოთ: small grant


განაცხადის ორიგინალის მოტანა საელჩოში სავალდებულო არ არის.


პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • პროექტის შემომტანი უნდა იყოს არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა;

  • პროექტმა უშუალო წვლილი უნდა შეიტანოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში;

  • პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს ადამიანთა დიდ ჯგუფს;

  • განმცხადებელ ორგანიზაციას თავად არ უნდა შეეძლოს პროექტის მთლიანად დაფინანსება;

  • განმცხადებელმა ორგაანიზაციამ ან/და ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც სარგებელს ნახულობს პროექტის ფარგლებში, წვლილი უნდა შეიტანოს პროექტის განხორციელებაში, რაც არ გულისხმობს აუცილებლად ფინანსურ თანამონაწილეობას, არამედ პროექტში ჩართულობას სხვა ფორმით (მაგ. სამუშაო ძალის გამოყენება სამშენებლო პროექტების შემთხვევაში);

  • გარანტირებული უნდა იყოს პროექტის სრული დაფინანსება;

  •  პროექტის ფარგლებში შესაძენი საქონლის შესყიდვა უნდა მოხდეს საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში;

  • პროექტი უნდა განხორციელდეს 2017 წლის 31 დეკემბრამდე და უნდა ჰქონდეს მდგრადი ხასიათი, ანუ დადებითი შედეგი მოჰყვეს დასრულებიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში;

  • პროექტი არ უნდა შეიცავდეს ისეთ სამომავლო ხარჯებს, რომლებსაც ვერ დაფარავს განმცხადებელი ორგანიზაცია. აგრეთვე გერმანიის საელჩოს მიერ არ ფინანსდება მიმდინარე ხარჯები მაგ. კომუნალური გადასახადები, ხელფასები და სხვა.

  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10.000 ევროს ექვივალენტს ლარში. გამონაკლისის სახით შესაძლებელია საგრანტო დაფინანსებამ 25.000 ევროს ექვივალენტი ლარში შეადგინოს, იმ შემთხვევაში თუ პროექტიდან სარგებელს ნახულობს ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  •  ჰონორარები პროექტის მენეჯერებისათვის და ყოველთვიურად წარმოშობილი მიმდინარე ხარჯები, მაგალითად კომუნალური ხარჯები საელჩოს გრანტის თანხებიდან არ დაფინანსდება;
  • საპროექტო განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია მეილის ფორმით გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. გთხოვთ გამოიყენოთ განაცხადის თანდართული ფორმა;
  • განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განსახორციელებელი პროექტის ხარჯთაღრიცხვა Word-ის ან Excel-ის ფორმატში, რომელშიც შეძლებისდაგვარად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოსალოდნელი ხარჯები (მაგალითად მშენებლობისას: ცემენტი ...ლარი, საღებავი ...ლარი, სამუშაო ... ლარი, და არა ”მშენებლობა” ...ლარი);

გერმანიის საელჩოს მცირე პროექტები

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300