თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის სფეროში

საპარლამენტო სახელმწიფო მდივანის ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი პროფესიოული განათლების კოლეჯში "სპექტრი" Bild vergrößern საპარლამენტო სახელმწიფო მდივანის ჰანს-იოახიმ ფუხტელის ვიზიტი პროფესიოული განათლების კოლეჯში "სპექტრი" (© საქართველოს განათლების სამინისტრო)

თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის სფეროში საქართველოსთან

1992 წლიდან გერმანიამ საქართველოს 820 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გაუწია და ამით საქართველოს დონორთა სიაში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა შედგება სახელმწიფო თანამშრომლობისგან, მცირე ჰუმანიტარული პროექტებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისგან, რომლებიც გერმანიის საბიუჯეტო თანხებიდან ფინანსდება. სახელმწიფო თანამაშრომლობა იყოფა ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობად. მას ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (KfW) და გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახური (PTB). მცირე პროექტების ფარგლებში გერმანიის საელჩო ეხმარება კერძო ქართულ ორგანიზაციებს, რათა მათ მოსახლეობის უღარიბეს ნაწილს შეუმსუბუქონ მწვავე მდგომარეობა და გაუუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ყოველწლიურად შესაძლებელია 10-12 პროექტის დაფინანსება. არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს მიეკუთვნება მაგალითად ეკლესიების, პოლიტიკური ფონდებისა და ისეთი ორგანიზაციების პროექტები, როგორებიცაა World Vision ან SOS Kinderdorf.

სახელმწიფო თანამშრომლობა განვითარების სფეროში

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა Bild vergrößern (© გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო) განვითარების პოლიტიკის სფეროში გერმანიის სახელმწიფო თანამშრომლობა საქართველოსთან კავკასიის ინიციატივის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონზე ვრცელდება. აქედან გამომდინარე პროგრამები როგორც საქართველოში, ისევე სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება და რეგიონალური კონფერენციების, ვორკშოპებისა და სემინარების მეშვეობით ხელს უწყობს არა მარტო დარგობრივ ურთიერთგაცვლას, არამედ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას სამივე ქვეყნის ადმინისტრაციის, სასამართლოსა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს შორის. კონფლიქტების გამო ისინი ჩვეულებრივ არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. გერმანული ორგანიზაციების GIZ, KfW და PTB, პოლიტიკური ფონდებისა და სხვა ინსტიტუციების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ისაა, რომ მონაწილეებმა კონტაქტები ღონისძიებათა მიღმაც შეინარჩუნონ - ბევრ შემთხვევაში ეს უკვე რეალობაა. განვითარების სფეროში სამხრეთ კავკასიასთან გერმანიის თანამშრომლობის სამი მთავარი სფეროა:

  • გარემო და ენერგეტიკა
  • ეკონომიკის მდგრადი განვითარება და
  • დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.


ზემოაღნიშნულის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მეშვეობით ავალებს განმახორციელებელ ორგანიზაციებს (GIZ, KfW და PTB) სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას. ინფორმაცია ცალკეული პროექტების შესახებ იხილეთ აქ:

GIZ-ის, KfW-ს და PTB-ს პროგრამები და პროექტებიეს პროექტები იყოფა ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის პროექტებად.

ტექტნიკური თანამშრომლობა უმთავრესად შედგება კონსულტაციებისა და მატერიალური დახმარებისგან, რომელსაც ახორციელებენ GIZ და PTB. ამ მიზნით ეს ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა ინსტიტუციებთან და ასევე კერძო ფირმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ფინანსურ თანამშრომლობას ახორციელებს KfW. იგი გასცემს კრედიტებს, რომელსაც საკუთარი და/ან გერმანიის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფს. იშვიათ შემთხვევაში იგი ასევე გამოყოფს (არადაბრუნებად) გრანტებს. კრედიტს ან პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო (მაგ. ენერგეტიკის სამინისტრო) იღებს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეს კრედიტები გამოიყოფა უფრო შეღავათიანი პირობებით, ვიდრე ფინანსურ ბაზარზე არსებული სესხები. საქართველოს მთავრობა კი იღებს კრედიტების დაბრუნების ვალდებულებას. KfW-ს სესხების მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ის, რომ მას თან სდევს დამატებითი, საქართველოსათვის უფასო თანმდევი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას. მაგალითად სპეციალისტები იკვლევენ, განხორციელებადია თუ არა პროექტი გათვალისწინებული თანხებითა და დაგეგმილ ვადებში, ასევე ხდება თანამშრომელთა ტრენინგი ახალი ხელსაწყოების მოხმარებაში.

 
დამატებითი ინფორმაცია განმახორციელებელ ორგანიზაციებთან დაკავშირებით იხილეთ აქ:

განმახორციელებელი ორგანიზაციები

გერმანიის საელჩოს მცირე პროექტები

Bild vergrößern

ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე პროექტების მეშვეობით გერმანიის საელჩო მრავალი წელია ეხმარება საქართველოს მოსახლეობის ღარიბ და უღარიბეს ფენებს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. საქმე ეხება ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების (სახელმწიფო ან კერძო) დამოუკიდებელ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც გერმანიის საელჩოს ფინანსური დახმარებით იქნება შესაძლებელი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ განაცხადის ფორმა მცირე პროექტებისთვის, გაეცნოთ ასევე ინფორმაციას კრიტერიუმების და უკვე დაფინანსებული პროექტების შესახებ: 

გერმანიის საელჩოს მცირე პროექტები

კერძო პროექტების ხელშეწყობა

Logo Engagement Global - Service für Entwicklungsinitiativen Bild vergrößern (© Engagement Global)

განვითარების სფეროში ოფიციალური სახელმწიფო თანამშრომლობის პარალელურად გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) ხელს უწყობს ასევე პოლიტიკური ფონდების, ეკლესიებისა და გაერთიანებების ე.წ. კერძო ინიციატივებს. დამატებითი ინფორმაცია საქართველოში ამ ორგანიზაციების მოღვაწეობის შესახებ იხილეთ მათ ინტერნეტ გვერდებზე. 2012 წლიდან კეძო ინიციატივების მხარდაჭერის კოორდინაციას ახორციელებს მომსახურების ცენტრი „Engagement Global“. დეტალური ინფორმაცია სერვის ცენტრისა და მისი მომსახურების შესახებ იხილეთ BMZ-ისა და „Engagement Global“ -ის ინტერნეტ გვერდებზე.

BMZ-ის ინფორმაცია  „Engagement Global“ -ის შესახებ

„Engagement Global“ -ის ვებ-გვერდი

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ვებ-გვერდი

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ვებ-გვერდი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებ-გვერდი

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ვებ-გვერდი

Brot für die Welt / ევანგელისტური განვითარების სამსახურის (EED) ვებ-გვერდი საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით

Caritas-ის ვებ-გვერდი საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით

Renovabis-ის ვებ-გვერდი საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით

SOS ბავშვთა სოფელის ვებ-გვერდი საქართველოში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით

პორტალი „გერმანიის ფედერალური მიწები და მათი პოლიტიკა განვითარების სფეროში“

გერმანიის ფედერალურ მიწებს უკვე 50 წელზე მეტია აქტიური წვლილი შეაქვთ განვითარების სფეროს პოლიტიკაში. გლობალური პასუხისმგებლობა ადგილზე ხორციელდება  და ამიტომ ფედერალურ მიწებს აქვთ მჭიდრო თანამშრომლობები, ისინი ახორციელებენ საინფორმაცო და საგანმანათლებლო პოლიტიკას განვითარების სფეროში და ხელს უწყობენ სამოქალაქო აქტიურობას „ერთი მსოფლიოს“ ინიციატივის ფარგლებში.
პორტალზე წარმოდგენილია თითოეული ფედერალური მიწის მიზნები და მრავალმხრივი საქმიანობა განვითარების სფეროში. აქ კარგად ჩანს ასევე ფედერალური მიწების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ნება. პორტალი წარმოადგენს კარგ საინფორმაციო საშუალებას ყველასთვის, ვისაც თავადაც სურს, იაქტიუროს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ სფეროში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

www.entwicklungspolitik-deutsche-laender.de

თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის სფეროში

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300