პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები

 KfW განვითარების ბანკი

Logo KfW Bild vergrößern (© KfW)

KfW-ს საბანკო ჯგუფის ფარგლებში KfW განვითარების ბანკი პასუხისმგებელია განვითარებად ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსური თანამშრომლობა თავისი მოცულობით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ თანამშრომლობისა, რომელსაც გერმანია ახორციელებს განვითარების სფეროში, და გამოიყენება იქ, სადაც ბაზარი ვერ მოქმედებს ან ჯერ კიდევ საკმარისად არ ფუნქციონირებს.

KfW განვითარების ბანკი თავის პარტნიორებს ეხმარება ეკონომიკურად მომგებიანი და სოციალურად სამართლიანი განვითრების პროცესების დაწყებაში. მთავარი მიზანი არის სიღარიბის შემცირება და ადამიანების, პირველ რიგში კი ყველაზე ღარიბი ფენების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. განვითარების ბანკი ხელს უწყობს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, საფინანსო სისტემებისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მაგალითად რესურსების შენარჩუნებაში.

KfW განვითარების ბანკი პროექტებს თავად არ ახორციელებს. პროექტზე პასუხისმგებელი არის ყოველთვის შესაბამისი ქვეყნის რომელიმე დაწესებულება. KfW თავის პროექტებსა და პროგრამებს ათანხმებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებთან და სხვა ბილატერალური თუ მულტილატერალური დონორების ღონისძიებებთან. დამატებითი ინფორმაცია KfW განვითარების ბანკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად KfW-ს ვებ-გვერდებზე:

BMZ-ის ინფორმაცია KfW განვითარების ბანკის შესახებ 

KfW განვითარების ბანკის ვებ-გვერდი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

Logo GIZ Bild vergrößern (© GIZ GmbH)


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შეიქმნა 2011 წლის იანვრის დასაწყისში სამი ორგანიზაციის - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), გერმანიის განვითარების სამსახურის (DED) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ”საერთაშორისო გადამზადება და განვითარება” (InWEnt) - შერწყმის შედეგად. GIZ, როგორც ფედერალური ფირმა, ეხმარება ფედერალურ მთავრობას საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების მიღწევაში. ამასთან, მას პირველ რიგში ეხება ტექნიკური თანამშრომლობა, მაგალითად ქართველი პარტნიორებისათვის კონსულტაციების გაწევა და ასევე შესაბამისი მცირე ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა. GIZ-ი აქტიურად მუშაობს 130-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ოფისები განლაგებულია ბონსა და ეშბორნში. GIZ-ს 17 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, მათ 70% წარმოადგენენ ადგილობრივი თანამშრომლები. დამატებითი ინფორმაცია GIZ-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად GIZ -ის ვებ-გვერდებზე:

BMZ-ის ინფორმაცია GIZ -ის შესახებ

GIZ - ის ვებ-გვერდი

გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახური (PTB)

  Logo PTB Bild vergrößern (© PTB)

გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახური (PTB), რომელსაც აქვს ოფისები ბრაუნშვაიგსა და ბერლინში, არის გერმანიის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტი. PTB მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან BMZ-ის დავალებით ახორციელებს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებს. მისი სამუშაო მიმართულებებია მაგალითად ზომების, ნორმების, კონტროლისა და ხარისხის სფეროები. PTB-ს პროექტების მიზანს წარმოადგენს ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებსა და განვითარებად ქვეყნებში საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება. ამით ამ ქვეყნებს ექმნებათ საშუალება, გააუმჯობესონ მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე თავიანთი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. დამატებითი ინფორმაცია PTB-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად PTB -ს ვებ-გვერდებზე:

BMZ-ის ინფორმაცია PTB-ს შესახებ

PTB-ს ვებ-გვერდი

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM)

  Logo CIM Bild vergrößern (© CIM)

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) არის გერმანიის ფედერალური მთავრობის კომპეტენციების ცენტრი სამუშაო მობილობისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

სერვისის მთავარ სფეროს წარმოადგენს სპეციალისტებისა და მენეჯერების საერთაშორისო მაშტაბით დასაქმება. CIM-ი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ეხმარება ინტეგრირებულ სპეციალისტებს (გერმანიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან) და სამშობლოში დაბრუნებულ სპეციალისტებს (გერმანიაში განათლებამიღებულ ან დასაქმებულ ექსპერტებს ახალი ინდუსტიული და განვითარებადი ქვეყნებიდან), დაამყარონ კონტაქტები დამსაქმებლებთან იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ეს ორგანიზაცია თანამშრომლობს. დამატებითი ინფორმაცია CIM-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად CIM-ის ვებ-გვერდებზე:

BMZ-ის ინფორმაცია CIM-ის შესახებ

CIM-ის ვებ-გვერდი

გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG)

DEG-Logo Bild vergrößern (© Deutsche Investitions- und Ent­wicklungs­gesell­schaft mbH (DEG))


გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოება (DEG) არის KfW-ს საბანკო ჯგუფის ფირმა. მაშინ, როდესაც KfW განვითარების ბანკი სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტებს ახორციელებს, DEG-ს ამოცანას წარმოადგენს კერძო ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობა განვითარებად და რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში. ამით DEG-ს სურს, წვლილი შეიტანოს შესაბამისი ქვეყნების მდგრადი განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხში. ამისათვის ის კერძო ფირმებს გრძელვადიან კაპიტალს (კრედიტებს ან საკუთარი კაპიტალით თანამონაწილეობის საშუალებას) აძლევს ინვესტიციებისათვის იმ ქვეყნებში, რომლებთანაც გერმანია განვითარების სფეროში თანამშრომლობს. დამატებითი ინფორმაცია DEG-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად DEG-ს ვებ-გვერდებზე:

BMZ-ის ინფორმაცია DEG-ის შესახებ

DEG-ის ვებ-გვერდი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და წიაღისეულის ფედერალური უწყება (BGR)

  BGR-Logo Bild vergrößern (© Bundesanstalt für Geo­wissen­schaf­ten und Rohstoffe (BGR))

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და წიაღისეულის ფედერალური უწყება (BGR), რომელსაც ოფისი ჰანოვერში აქვს, არის ტექნიკურ-სამეცნიერო ფედერალური უწყება, რომელიც ექვემდებარება გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის ფედერალურ სამინისტროს. BGR-ი, როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კომპეტენციების ცენტრი, ეწევა საკონსულტაციო და საინფორმაციო მუშაობას და ეხმარება ფედერალურ მთავრობას და გერმანიის ეკონომიკას ყველა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებსა და წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხებში.

1958 წლიდან BGR-ი საქმიანობს განვითარების სფეროში თანამშრომლობისას გეოსექტორში. ამჟამად BGR-ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით ტექნიკური თანამშრომლობის დაახლოებით 50 ბილატერალურ, რეგიონულ და სექტორულ პროექტს ახორციელებს განვითარებად და ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებთან, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სამთო მრეწველობა, ეკოლოგიური გეოლოგია, გეორესურსების მენეჯმენტი (წყალი, მიწა, მინერალური და ენერგორესურსები) და გეოსაფრთხეებისა და რისკების მართვა. დამატებითი ინფორმაცია BGR-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად BGR-ის ვებ-გვერდებზე. საქართველოში BGR-ი ჯერ-ჯერობით არ საქმიანობს.

BMZ-ის ინფორმაცია BGR-ის შესახებ

BGR-ის ვებ-გვერდი

განვითარების სფეროში გერმანიის ბილატერალური თანამშრომლობის სხვა მონაწილეები

არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2012 წელს დაარსებული სერვის-ცენტრი ”Engagement Global” კერძო ინიციატივებისათვის განვითარების სფეროში.

შეზღუდული პასუხისმგებლობის ფედერალური საზოგადოება ფედერალური მთავრობის მეშვეობით კოორდინირებას უწევს კერძო ინიციატივებს განვითარების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობისას და მზადაა სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს უპასუხოს კითხვებზე და გაუწიოს კონსულტაცია. დამატებითი ინფორმაცია ”Engagement Global”-ის სერვის-ცენტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ისა (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) და თავად ”Engagement Global”-ის ვებ-გვერდებზე.

BMZ-ის ინფორმაცია ”Engagement Global”-ის შესახებ

”Engagement Global”-ის ვებ-გვერდი



განვითარების სფეროში გერმანული თანამშრომლობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში 2012 წელს დაარსდა ასევე განვითარების სფეროში თანამშრომლობის შეფასების გერმანული ინსტიტუტი (DEval). მის ამოცანას წარმოადგენს განვითარების სფეროში გერმანული თანამშრომლობის ღონისძიებების ეფექტურობის, მდგრადობის და ეკონომიურობის ანალიზი და შეფასება. ინსტიტუტის დამოუკიდებელი შეფასებები მიმართულია განვითარების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უფრო მიზანმიმართულად გამოყენებისათვის. ახალი ინსტიტუტის ამოცანებს განეკუთვნება ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებთანაც ხირციელდება თანამშრომლობა, რათა მათ მოახდინონ საკუთარი მიღწევების შეფასება. დამატებითი ინფორმაცია DEval-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ის (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) ვებ-გვერდზე.

BMZ-ის ინფორმაცია DEval-ის შესახებ


განვითარების სფეროში გერმანიის ბილატერალური თანამშრომლობის სხვა მონაწილეების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ BMZ-ის (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) ვებ-გვერდზე.

BMZ-ის ინფორმაცია განვითარების სფეროში გერმანიის ბილატერალური თანამშრომლობის სხვა მონაწილეების შესახებ

პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები

ლოგო გერმანიის თანამშრომლობა

ვიდეო: მცირე პროექტები საქართველოში

რა არის მცირე პროექტები და რომელი პროექტები დაფინანსდა საქართველოში 2015 წელს? რამდენიმე ქართული რეგიონული ტელევიზიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ანასეულის“ თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხობს ( ვიდეო ქართულად ).

ვიდეო: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტები

Kamera

გაიგეთ უფრო მეტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) პროექტების შესახებ! მომდევნო ფილმში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის, კომუნალური განვითარების, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვისა და რეგიონალური ეკონომიკური ხელშეწყობის პროექტები. ასევე ის ძირითადი სფეროები, რომლებშიც ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ხელშეწყობის პროექტები.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქმიანობა საქართველოში

გერმანია საქართველოში ახორციელებს მრავალრიცხოვან ღონისძიებებს, რომლებიც  საქართველოს მდგრად განვითარებას ემსახურება. ამ მიმოხილვაში თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი თანამშრომლობის პროექტების, ასევე გერმანიის საელჩოს საკუთარი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის  განვითარების სფეროში ხორციელდება. გარდა ამისა მოგაწვდით ინფორმაციას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო

BMZ

ინფორმაციას განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობისა და გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანელი და უცხოელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ იხილავთ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ინტერნეტ გვერდზე:

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური სხდომა

2016 წლის 2-5 მაისს მაინის ფრანკფურტში ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა. სხდომას დაესწრება პოლიტიკის, ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მეცნიერების, ასევე  სხვადასხვა კავშირების 3000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი. თანდართულ ბროშურაში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ყოველწლიური სხდომის შესახებ ინგლისურ ენაზე.

Flyer: Jahrestagung der Asiatischen Entwicklungsbank (ADB) [pdf, 1,188.89k]

კონტაქტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განყოფილება

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი

თელავის ქ. 20, 0103 თბილისი

ტელ.: 00 995 - 32 - 2447 - 300