ვიზის გადასახადები

Euroscheine Symbolbild Bild vergrößern (© dpa/pa)

ვიზის გადასახადები განისაზღვრება ევროში და მისი გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამისი კურსით ლარში. კურსის ცვლილებიდან გამომდინარე ლარში გადასახდელი თანხა შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა პერიოდში. საკრედიტო ბარათით გადახდა შეუძლებელია.

ვიზის ფასები:

შენგენის ვიზა (მოკლევადიანი ვიზიტი 90 დღემდე)

ვიზის ფასდაკლებული გადასახადი საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო პროცედურების შესახებ შეთანხმების საფუძველზე

35,00

ევრო

გადასახადისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები:

- პენსიონრები (გთხოვთ წარმოადგინოთ საპენსიო მოწმობა)

- 12 წლამდე ასაკის ბავშვები


- გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მეუღლეები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილები, შვილიშვილები - თუ ისინი მასთან მიდიან გერმანიაში სტუმრად (გთხოვთ წარმოადგინოთ მოსაწვევი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი და ნათესავის გერმანიაში ყოფნის უფლების ასლი)

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (გთხოვთ წარმოადგინოთ დამადასტურებელი საბუთი)

- მოსწავლეები, სტუდენტები (მასწავლებლების ჩათვლით), რომლებიც გერმანიაში სასწავლებლად მიემგზავრებიან (გაცვლითი პროგრამების ჩათვლით)

- ჟურნალისტები სამსახურებრივი მოვლინების შემთხვევაში

- საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები

- და მსგავსი კატეგორიის პირები

0,00 ევრო

შენგენის ვიზა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებისათვის
ბავშვები 12 წლის ზემოთ

60,00 ევრო

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

35,00 ევრო

6 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლებულნი არიანი გადასახადისგან

0,00 ევრო

ეროვნული ვიზა (გერმანია, გრძელვადიანი ვიზიტი 90 დღის ზემოთ, კატეგორია D)

დადგენილი გადასახადი

60,00 ევრო

01.09.17-დან

75,00 ევრო

არასრულწლოვანი შვილების არაგერმანელ მშობლებთან გამგზავრება

30,00 ევრო


ოჯახის შეერთება:

- გერმანელ მეუღლესთან

- არასრულწლოვან გერმანელ შვილთან

- გერმანელ მშობელთან (განმცხადებელი უნდა იყოს არასრულწლოვანი)

0,00 ევრო

სტიპენდიატები, რომელთა გამგზავრებაც ნაწილობრივ გერმანიის საჯარო სახსრებიდან ფინანსდება

0,00 ევრო

გერმანული წარმოშობის იმიგრანტები, თუ მათ მიღებული აქვთ გერმანიაში ცხოვრების თანხმობა

0,00 ევრო

ებრაელი იმიგრანტები

0,00 ევრო

უკრაინის მოქალაქეები 01.11.2014-დან  გათავისუფლებულები არიან გერმანიის ეროვნული ვიზის მისაღებად დაწესებული ყოველგვარი გადასახადისაგან.

საბუთების დამუშავებისათვის დამატებითი გადასახადი არ წარმოიშვება. ანკეტების შევსების ბიუროების დახმარება არ არის აუცილებელი.

ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.