პასპორტის გაგზავნა მფლობელისათვის ან სამოგზაურო დოკუმენტის პირადად გატანა

Pass mit Ein- und Ausreisestempeln Bild vergrößern (© colourbox)

  
სავიზო პროცედურების დასრულების შემდეგ (მხოლოდ 90 დღემდე ვიზიტების შემთხვევაში) შესაძლებელია პასპორტის მფლობელისათვის გაგზავნა საკურიერო სერვისის - DHL-ის მეშვეობით. ამისათვის საჭირო ანკეტები შეგიძლიათ ნახოთ სავიზო განყოფილების მოსაცდელ ოთახში. თუ დაინტერესებული ხართ DHL-მიერ თქვენთვის პასპორტის მოწოდებით, მაშინ სავიზო განაცხადის ჩაბარებისას ასევე ჩააბარეთ DHL-ის მიერ საკურიერო სერვისის შესრულებისათვის საჭირო, სრულად შევსებული განაცხადი. ამ შემთხვევაში მიიღებთ განაცხადის ასლსა და DHL-ისათვის მიცემული შეკვეთის ნომერს. ინფორმაცია DHL-ის ანკეტის შევსებასთან დაკავშირებით [pdf, 427.94k]
DHL-ის საკურიერო სერვისის გადასახადი მანძილის მიხედვით ოთხიდან რვა ლარს შეადგენს (საკურიერო სერვისის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფარგლებში!). ეს გადასახადი უნდა გადაიხადოთ თქვენთვის DHL-ის მიერ გზავნილის ჩაბარებისას. როგორც წესი, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ხდება სავიზო განყოფილებიდან გზავნილის წაღებიდან 1-2 დღეში. DHL-ის მომსახურების ვადები და ტარიფები საქართველოს ტერიტორიაზე [pdf, 13.85k]
DHL-ის მიერ თქვენთვის პასპორტის მოწოდებით თქვენ:

- არ მოგიხდებათ კიდევ ერთხელ საელჩოში მოსვლა;
- არ მოგიხდებათ პასპორტის პირადად წაღებისას ხშირ შემთხვევაში დიდხანს ლოდინი;
- დაგიჩქარდებათ სავიზო პროცედურა, ანუ თქვენ პასპორტს უფრო მალე მიიღებთ, ვიდრე პირადად წაღების შემთხვევაში;
- ეს სერვისი ზოგადად აჩქარებს სავიზო პროცედურას, რადგან ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი დრო დაუთმოთ განაცხადების მიღებასა და დამუშავებას.

მითითება: გერმანიის საელჩო არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენი დავალებით DHL-ის მიერ მოწოდებულ გზავნილზე.