სავიზო საინფორმაციო სისტემა VIS

VIS - Visa Information System Bild vergrößern (© EU Komission)

VIS არის შენგენის სახელმწიფოებს შორის სავიზო მონაცემების გაცვლის სისტემა. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ვიზის მისაღებად განაცხადების შეტანის პროცედურების და გარე საზღვრებზე კონტროლის გამარტივება, ასევე უსაფრთხოების ამაღლება, მათ შორის განმცხადებლებისთვისაც.
შენგენის სახელმწიფოების სავიზო საინფორმაციო სისტემა 2011 წლის 11 ოქტომბრიდან მოქმედებს. თანდათან ამ სისტემას უერთდებიან შენგენის ქვეყნების სავიზო განყოფილებები. ამისათვის ხდება შენგენის სივრცის საკონსულოებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების დაკავშირება VIS -ის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან.
VIS-ის გამო მოხდა რამდენიმე ცვლილება:
-    პირველადი განაცხადის შეტანისას განმცხადებელი პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში, რათა მოხდეს მისი ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება: განმცხადებელი აბარებს  თითის ათ ანაბეჭდს და ფოტოს.
-    მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეტანილი განაცხადების  შემთხვევაში VIS-ის მონაცემთა ბაზაში შენახული თითის ანაბეჭდები იქნება გამოყენებული და ამგვარად განმცხადებელს აღარ მოუწევს პირადად მისვლა საკონსულოში.
-    მგზავრის მიერ შენგენის რომელიმე სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას სასაზღვრო უწყებებს VIS-ის საშუალებით ექნებათ მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროკომისიის ვებ-გვერდზე http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/visa-information-system/index_en.htm