ჩაწერა საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით

ვიზაზე განაცხადის შეტანა


ჩაწერა ვიზაზე განაცხადის ჩასაბარებლად


2017 წლის 28 მარტიდან ჩაწერა განხორციელდება  მთლიანად ინტერნეტით RK-Termin - მეშვეობით.


ჩაწერის სისტემის მეშვეობით საელჩოს აქვს შესაძლებლობა, განმცხადებლების მოწესრიგებული ჩაწერა უზრუნველყოს მუდმივ რეჟიმში, ხოლო თქვენ ადვილად შეძლებთ თქვენთვის სასურველ დროს ჩაწერას და არ მოგიხდებათ დიდხანს ლოდინი. სპეციალური ჩაწერა შემდგომშიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.


სამუშაო საათები განაცხადების ჩასაბარებლად:
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 09:00-დან 13:00 საათამდე, პარასკევი 09:00-დან 12:00 საათამდე


სამუშაო საათები დამატებითი საბუთების ჩასაბარებლად:
ორშაბათი და ოთხშაბათი 12:00-დან 13:00 საათამდე


სამუშაო საათები პასპორტის გასატანად:
სამშაბათი და ხუთშაბათი 08:15-დან 09:00 საათამდე


საკონსულოს სამუშაო საათები:


სატელეფონო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00–დან 13:00 საათამდე (თბილისის დროით) ტელეფონის ნომერზე: +995-32-2435 399.


ყურადღება: ჩაბარებულ განაცხადებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ტელეფონით არ არის შესაძლებელი.


საკონსულოს ფაქსის ნომერი: +995-32 2911 651.


საკონსულოს ელ. ფოსტა: visa(at)tifl.diplo.de


განაცხადთან ერთად უნდა სრულყოფილი სახით წარადგინოთ ყველა მოთხოვნილი საბუთი. სხვა გზით, მოთხოვნის გარეშე გამოგზანვილი საბუთები ვერ იქნება გათვალისწინებული.
თუ საკონსულო მოგთხოვთ დამატებით საბუთების ჩაბარებას და თქვენ პირადად ვერ აბარებთ მათ, გთხოვთ განმეორებით არ გამოაგზავნოთ იგივე საბუთები ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ ასევე სხვა, ვიზის მისაღებად განაცხადის შემოტანასთან დაკავშირებული ზოგადი მითითებები ვიზის გაცემასთან დაკავშირებით (02/2016) [pdf, 95.95k] .

გერმანული პასპორტის ასაღებად განაცხადის შეტანა

2017 წლის პირველი მარტიდან გერმანული პასპორტის ან სხვა გერმანული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასაღებად ჩაწერა ხორციელდება ინტერნეტით "RK-Termin"-ის მეშვეობით.
ჩაწერის სისტემის მეშვეობით საელჩოს აქვს შესაძლებლობა, განმცხადებლების მოწესრიგებული ჩაწერა უზრუნველყოს მუდმივ რეჟიმში, ხოლო თქვენ ადვილად შეძლებთ თქვენთვის სასურველ დროს ჩაწერას და არ მოგიხდებათ დიდხანს ლოდინი. სპეციალური ჩაწერა შემდგომშიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.
ინფორმაცია გერმანული პასპორტის მისაღებად ჩაწერის შესახებ გვერდზე "RK-Termin" მოცემულია გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
RK-Termin-ში შესვლა შეგიძლიათ აქ

სხვა საკონსულო საკითხები

სხვა სამართლებრივ და საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ საელჩოს საკონტაქტო ანკეტის მეშვეობით ან გვეწვიეთ საკონსულო საათზე წინასწარი ჩაწერის გარეშე  ორშაბათსა, ოტხშაბათსა და პარასკევს 10:00სთ-დან 11:00 საათამდე.

დამოწმებული საკონსულო დოკუმენტების გავემა: სამშაბათი და ხუთშაბათი 08:15სთ-დან 09:00სთ-მდე