ვიზის მიღების პირობები

2017 წლის 28 მარტიდან: უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის

Die EU garantiert die Freiheit Europas

ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე.

ჩაწერა სავიზო განაცხადის შემოსატანად:

2017 წლის 28 მარტიდან ჩაწერა განხორციელდება  მთლიანად ინტერნეტით RK-Termin -ი მეშვეობით.


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საგანაცხადო საბუთების შემოტანა:

ორშ. - ხუთშ. 9:00-13:00 სთ., პარ. 9:00 – 12:00 სთ.

დამტებითი საბუთების შემოტანა:

სამშ. და ხუთშ. 14:00-15:00 სთ.

პასპორტების გატანა:

სამშ. და ხუთშ. 15:00-16:00 სთ.

კონტაქტი სავიზო განყოფილებასთან:

სატელეფონო კონსულტაცია: ორშ. - პარ. 9:00-13:00 სთ. (თბილისის დროით)

(გთხოვთ გაითვალისწინოთ: მიმდინარე განაცხადებთან დაკავშირებით საქმის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ტელეფონით არ გაიცემა)

ტელ.: : +995-32 243-53-99

ფაქსი: +995-32 2911 651

ელ. ფოსტა: visa(at)tifl.diplo.de

ყველა საბუთი სრულყოფილად უნდა წარმოადგინოთ განაცხადის შემოტანისას. მოთხოვნის გარეშე სხვა გზით გამოგზავნილი საბუთები არ იქნება გათვალისწინებული.

თუ სავიზო განყოფილება მოითხოვს დამატებითი საბუთების წარმოდგენას და პირადად არ შეგიძლიათ სავიზო განყოფილებაში მათი ჩაბარება, გთხოვთ ისინი გამოგზავნოთ მხოლოდ ერთხელ (ან მხოლოდ ფაქსით ან მხოლოდ ელ.ფოსტით).

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ზოგად ინფორმაციას ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა: წინაპირობები და პროცედურა

Visa Bild vergrößern (© dpa / picture-alliance)

რა სახის ვიზები არსებობს? რა საბუთებია საჭირო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისას?  ამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული საინფორმაციო ფურცლები:

Euroscheine Symbolbild

ვიზის გადასახადები

ვიზის გადასახადები განისაზღვრება ევროში და მისი გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამისი კურსით ლარში. კურსის ცვლილებიდან გამომდინარე ლარში გადასახდელი თანხა შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა პერიოდში. საკრედიტო ბარათით გადახდა შეუძლებელია.

VIS - Visa Information System

შენგენის ზონაში ყოფნის ვადის კალკულატორი

თუ თქვენ მიიღეთ შენგენის ხანგრძლივი მრავალჯერადი ვიზა (მაქსიმუმ 90 დღისთვის ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში), ამ ვიზით უკვე ხართ გერმანიაში ნამყოფი და ზუსტად არ იცით, შემდეგი დაგეგმილი გამგზავრებისთვის საკმარისი დღეები დაგრჩათ თუ არა, შეგიძლიათ შენგენის ზონაში ნებადართული ყოფნის ვადა გამოიანგარიშოთ სპეციალური კალკულატორით, რომელიც ინგლისურად და რუსულად არის მოცემული შემდეგ ბმულზე: https://ec.europa.eu/home-affairs/content/visa-calculator_en

ლეგალიზაციის ნაცვლად დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

2010 წლის თებერვალს საქართველოსა და გერმანიას შორის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ". ამ შეთანხმების შესაბამისად გერმანიის საელჩო აღარ მოახდენს ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციას. ლეგალიზაციის მაგივრად უნდა მოხდეს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება საქართველოს შესაბამისს უფლებამოსილ ორგანოში

VIS - Visa Information System

მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლე 2015 წლის 23 ივნისიდან:

2015 წლის 23 ივნისიდან სავიზო განაცხადების შეტანისას ყველა განმცხადებელმა, რომელსაც სურს მოკლევადიანი ვიზის მიღება (90 დღემდე - კერძო, საქმიანი და ტურისტული ვიზიტისთვის) სავიზო განყოფილებაში უნდა ჩააბაროს თითის ანაბეჭდები. ამის მიზეზი არის საქართველოში სავიზო საინფორმაციო სისტემის (VIS) დანერგვა.

VIS არის შენგენის სახელმწიფოებს შორის სავიზო მონაცემების გაცვლის სისტემა. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ვიზის მისაღებად განაცხადების შეტანის პროცედურების და გარე საზღვრებზე კონტროლის გამარტივება, ასევე უსაფრთხოების ამაღლება, მათ შორის განმცხადებლებისთვისაც.
ქვემოთ იხილავთ ევროკავშირის საინფორმაციო ფურცლებს საქართველოში VIS-ის დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე ზოგად ინფორმაციას VIS-ის შესახებ.

სავიზო განაცხადის ფორმა

აქ თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სავიზო განაცხადის ფორმა (ანკეტა) და იხილოთ შევსებული განაცხადის ნიმუში.

სიახლე: ჩაწერა RK-Termin-ის მეშვეობით

Achtung

2017 წლის 28 მარტის შემდგომ, ჩაწერა განხორციელდება მთლიანად RK-Termin-ის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ ვიზის მისაღებად განაცხადების შემოტანისთვის ჩაწერაც RK-Termin-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ბმულის სახით ქვემოთ მოცემულ გვერდზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას. სხვა საკონსულო საკითხების შემთხვევაში ისევ არის საშუალება, წინასწარი ჩაწერის გარეშე გაესაუბროთ საკონსულოს თანამშრომელს საკონსულო მიღების საათის დროს სამშაბათობით და ხუთშაბათობით 14-დან 15 საათამდე.