ნაღდი ფულის სავალდებულო დეკლარაცია

Euro-Scheine (colourbox)

10.000 ან მეტი ევროს ოდენობის ნაღდი ფულის სავალდებულო დეკლარაცია ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისას ან გამოსვლისას

2007 წლის 15 ივნისიდან ყოველი პირი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისას ან ამ ტერიტორიიდან გამოსვლისას თან აქვს 10.000 ან მეტი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს საბაჟოზე. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და კრიმინალურ დანაშაულებათა თავიდან აცილებას და აღმოფხვრას და ევროკავშირის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განმტკიცებას.

ყოველგვარი ინფორმაცია, ასევე ანკეტები და ინსტრუქციები განთავსებულია გერმანიის საბაჟოს ადმინისტრაციის ვებგვერდზე. დეტალური მონაცემები თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ევროკომისიის ვებგვერდზე.