რატომ ვისწავლოთ გერმანული

უცხო ენის შესწავლა ყოველთვის სასარგებლოა. ენა კომუნიკაციის საშუალებაა როგორც კერძო, ასევე კულტურის,  ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროებში. გარდა ამისა, უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული კარიერისათვის დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში.

რატომ ვისწავლოთმაინცდამაინც გერმანული?

გერმანია, როგორც მსოფლიოში მესამე ქვეყანა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მიმზიდველია ინვესტორებისა და მკვლევარებისათვის და საერთაშორისო დონეზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ საქვეყნოდ ცნობილია სასაქონლო ნიშანი „Made in Germany“. გერმანული ენის გავლენა ფართოდ სცდება გერმანიის საზღვრებს. იგი ოფიციალური ენაა ავსტრიაში და ასევე ბელგიის, იტალიის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის გარკვეულ მხარეებში. ასე რომ, გერმანული ენის შესწავლის გადაწყვეტილება ევროპულ არჩევანს ნიშნავს!

გერმანული მსოფლიოში მეორე ენაა ბიზნესის სფეროში. დღესაც გერმანული ენის ცოდნა განსაკუთრებულ უნარად მიიჩნევა. ვინც გერმანული ენის შესწავლაზე აკეთებს არჩევანს, მას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობები, მიაღწიოს წარმატებას დღევანდელ მსოფლიოში. გერმანულენოვან ქვეყნებს უმდიდრესი ტრადიციები გააჩნიათ განთლების დარგში. ისინი მსოფლიოში განთქმულნი არიან სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით. ამიტომაც მთელი მსოფლიოდან უამრავი სტუდენტი ჩადის სასწავლებლად ამ ქვეყნებში. ამჟამად გერმანიაში ყოველი მეათე სტუდენტი უცხოელია.

შეისწავლეთ გერმნული ენა და შეაღეთ ამ უდიდესი კულტურის კარი, სადაც უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების დიდი არჩევანი დაგხვდებათ. გაიცანით ამ ხალხის ხელოვნება, კულტურა, ტრადიციები, სურვილები და ოცნებები. თქვენ თავად დარწმუნდებით მეცნიერებისა და კვლევების სფეროში პროფესიული კარიერის იმ უნიკალურ პერსპექტივებში, რომელსაც გერმანული ენის ცოდნა გთავაზობთ.

იმედი მაქვს, რომ ეს გვერდი დაგეხმარებათ გერმანული ენის შესწავლის გადაწყვეტილების მიღებაში. იგი ასევე გაგიადვილებთ რეალურად შეაფასოთ ის შანსები, რომელსაც გერმანული ენის შესწავლა პირადად თქვენ გთავაზობთ.

გარდა ამისა, ამ გვერდზე იხილავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და რა ფორმით შეგიძლიათ საქართველოში მოქმედ გერმანულ დაწესებულებებში თქვენი გერმანული ენის ცოდნის სრულყოფა.

გისურვებთ წარმატებებს გერმანული ენის სწავლაში!

ორთვინ ჰენიგი

გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკის ელჩი საქართველოში

გერმანული ენა ციფრებში

გერმანული ენა იძლევა კომუნიკაციის შესაძლებლობას 125 მილიონ ადამიანთან მსოფლიოში. თითქმის 15 მილიონი ადამიანი სწავლობს
ყოველწლიურად გერმანულ ენას. მხოლოდ იაპონიაში  მოსწავლეთა 68% სწავლობს გერმანულს.
ინგლისური ენის შემდეგ გერმანული ყველაზე გავრცელებული ენაა ევროკავშირში. ევროკავშირის 495 მილიონი მაცხოვრებლიდან მეოთხედი გერმანულ ენაზე ლაპარაკობს.
გერმანული ევროპის შვიდ სახელმწიფოში ოფიციალური ენაა: გერმანიაში, ავსტრიაში და ასევე ბელგიის, იტალიის, ლიხტენშტაინის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის გარკვეულ მხარეებში.
თითქმის 250.000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს ამჟამად გერმანიის უნივერსიტეტებში, რაც გერმანიის სტუდენტთა საერთო რაოდენობის 11,5 პროცენტს შეადგენს.

გერმანული - ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის ენა

გერმანული პოეტთა და მოაზროვნეთა ენაა. გერმანული კლასიკური ლიტერატურა და პირველ რიგში ფილოსოფია მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კანტის თუ ჰეგელის,  გოეთესა თუ შილერის ნაწარმოებების წაკითხვისათვის გერმანული ენა მთავარი ფაქტორია. შეიგრძენით ორიგინალის გემო.

გერმანიას აქვს კლასიკური მუსიკის მდიდარი ტრადიცია, ჰყავს ისეთი კომპოზიტორები,  როგორებიც არიან ბეთჰოვენი, ბახი, ვაგნერი. გარდა ამისა იგი მსოფლიოში წამყვანი ორკესტრების სამშობლოა. გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი საოპერო და დრამატული თეატრი და საკონცერტო დარბაზია.

დღესდღეობით გერმანული არის ხელოვანების, ჟურნალისტების, მოგზაურებისა და მწერლების ენა. 

წიგნების გამოცემის მხრივ გერმანია ამჟამად მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მსოფლიოში ყოველი მეათე წიგნი გერმანულ ენაზე იბეჭდება. გერმანული ფირმა „ბერტელსმანი“ მსოფლიოს უდიდესი გამომცემელია, ხოლო ფრანკფურტის წიგნების გამოფენა ყველაზე დიდია დედამიწაზე.

გერმანია ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია მუსიკალურ ბიზნესში, განსაკუთრებით ონლაინ  გაყიდვებისა და ჰონორარების მხრივ.

გერმანია მსოფლიოში მესამე ადგილზეა კინოპროდუქციის მხრივ. ბერლინალე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალია მსოფლიოში.

გერმანული - მეცნიერებისა და კვლევების ენა, უმაღლესი ტექნოლოგიების ენა

გერმანიაში უმაღლესი დონის საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო ქსელია. აქ სულ 140 უმაღლესი სასწავლებელია, აქედან 107
უნივერსიტეტი, 6 პედაგოგიური, 16 თეოლოგიური, 51 ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი. გარდა ამისა 207 პროფესიული და 29 ადმინისტრაციული უმაღლესი სასწავლებელი. ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.

ახალი პროექტების მეშვეობით ხდება კვლევების სფეროს ძლიერი პოზიციის კიდევ უფრო გამყარება. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „Exzellenzinitiative“, რომელიც შიდა საუნივერსიტეტო ძლიერი კონკურენციის წყალობით ზრდის მთლიანად სამეცნიერო სფეროს ქმედითუნარიანობას. ინიციატივის ფარგლებში ხდება საუკეთესო პროექტების დაფინანსება და განვითარება.

გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში და მსოფლიო ბაზრის ლიდერი ქარის, მზის და ასევე ბიოტექნოლოგიების წარმოებაში.

მხოლოდ ნობელის პრემიის 100-ზე მეტი ლაურეატი ქიმიის, მედიცინის, ფიზიკის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გერმანული ენისა და გერმანიის მნიშვნელოვან ადგილს მეცნიერებასა და კულტურაში.

გერმანული - ეკონომიკის ენა, წინსვლის ენა, ტოპ-მენეჯერებისა და საერთაშორისო კარიერის ენა

გერმანულ ფირმებს მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავთ ლოგისტიკის სფეროში, ბიო და ნანოტექნოლოგიებში, ასევე სინათლის ენერგიის დარგში. მსოფლიოს ათი უდიდესი ლოგისტიკური კომპანიიდან ხუთი გერმანულია.

გერმანიის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემები ნიმუშად გამოიყენება ბევრ განვითარებად სახელმწიფოში ახალი სტრუქტურების შექმნისათვის.

გერმანიის ინოვაციური ეკონომიკის დიდი ნაწილი გათვლილია ექსპორტზე და ამიტომ იგი საზღვარგარეთ ფარდოდ არის წარმოდგენილი. ჩინეთის შემდეგ გერმანია მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორია. 

ეს საერთაშორისო ორიენტაცია მოითხოვს ეფექტურობასა და პროფესიონალიზმს მთელს მსოფლიოში. გერმანული ფირმები მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დიდად არიან დამოკიდებული კარგი განათლების მქონე თანამშრომლებზე პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც ინგლისურთან ერთად გერმანულადაც საუბრობენ. 

გერმანულ-ამერიკული სავაჭრო პალატის კვლევის შედეგების მიხედვით გერმანული და ამერიკული კომპანიების 65 პროცენტი თანამშრომლის სამსახურში აყვანისას დიდ ყურადღებას აქცევს გერმანული და ინგლისური ენების ცოდნას.

გერმანული - ერთ-ერთი პირველი უცხო ენა საქართველოში

დღესდღეობით 120.000 ქართველი მოსწავლე სწავლობს გერმანულს. ეს საქართველოს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის თითქმის 20 პროცენტია.

საქართველოს 1200 სკოლაში ისწავლება გერმანული, როგორც უცხო ენა. 89 სკოლაში გერმანულის გაძლიერებული გაკვეთილები ტარდება. 11 სკოლა მიეკუთვნება გერმანული ინიციატივის ქსელს „სკოლები: მომავლის პარტნიორები“. 5 სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს გერმანული ენის დიპლომს (DSD-II).

ქართულ სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილების ჩატარებაში ქართველ მასწავლებლებს ეხმარება საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალურ უწყების (ძფA) მიერ წარმოგზავნილი 9 გერმანელი მასწავლებელი. გარდა ამისა გერმანული ენის გაკვეთილების  მაღალი დონის შესანარჩუნებლად გერმანული ენის ქართველი მასწავლებლებისათვის რეგულარულად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. 

ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 2500 ქართველი სტუდენტი სწავლობს.

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია. იგი ხელს უწყობს უცხოეთში გერმანული ენის შესწავლას და ეწევა საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას. გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს გერმანიის სრულყოფილ სურათს ინფორმაციებით კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. გოეთეს ინსტიტუტების, გოეთეს ცენტრების, კულტურული საზოგადოებების, სამკითხველო დარბაზების, აგრეთვე, საგამოცდო და ენის შემსწავლელი ცენტრების ქსელით იგი გერმანიის საგარეო კულტურისა და საგანმანათებლო პოლიტიკის მთავარ ამოცანებს ახორციელებს.
კონტაქტი:
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ზანდუკელის ქ. 16,
0108 თბილისი, საქართველო

ტელ:. +995 32 2938945;

ფაქსი: +995 32 2934568

tbilissi%27%goethe%27%org,info

www.goethe.de/tbilissi

Facebook: Goethe-Institut Georgien

პროგრამები კულტურის სფეროში
გოეთეს ინსტიტუტი აწყობს ქართველი და გერმანელი სპეციალისტების, ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრებს, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაციებს და ხელს უწყობს კულტურის სფეროში თანამშრომლობას.
კონტაქტი: tbilissi%27%goethe%27%org,sbpo1

განათლების სფეროში თანამშრომლობა
გოეთეს ინსტიტუტი უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, სკოლებსა და სხვა ენის ცენტრებში მოღვაწე გერმანული ენის მასწავლებლებს ეხმარება გაკვეთილის მომზადებასა და ჩატარებაში. გერმანული ენის მასწავლებლებს სთავაზობს საკვალიფიკაციო კურსებს, ერთდღიან სემინარებს და რამდენიმე კვირიან კურსებს, იდეებსა და მასალებს გერმანული ენის პოპულარიზაციისათვის, სასწავლო მასალების აქტუალურ ჩამონათვალს, აგრეთვე კულტურულ პროგრამებს გერმანული ენის მასწავლებელთა და ენის შემსწავლელთათვის.
კონტაქტი: tbilissi%27%goethe%27%org,sbbko1

ფიტ-სკოლები
2008 წლიდან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ (PASCH) დასავლეთ საქართველოში ორ სკოლას, სოფ. კახათის №1 საჯარო სკოლას ზუგდიდის რაიონში და ქუთაისის №12 საჯარო სკოლას, კურირებს გოეთეს  ინსტიტუტის გაკვეთილის ექსპერტი. მიმდინარეობს ამ სკოლების უზრუნველყოფა სასწავლო მასალებითა და ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მუდმივი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოსა და გერმანიაში. გოეთეს ინსტიტუტი ასევე ატარებს ფიტ-ის გამოცდებს, ვორკშოპებს, პროექტებს კულტურული პროგრამების ფარგლებში და საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს.
კონტაქტი: tbilissi%27%goethe%27%org,exu1

ენის კურსები და გამოცდები
დაეუფლეთ გერმანულ ენას სკოლისთვის, უნივერსიტეტისთვის, პროფესიისთვის ან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე გერმანული ენის წამყვან ინსტიტუტში - გოეთეს ინსტიტუტი თქვენი კვალიფიციური პარტნიორია ყველა ასაკში. გოეთეს ინსტიტუტში ყოველწლიურად 1800 ადამიანი სწავლობს გერმანულ ენას. აქედან 1300-მდე კურსდამთავრებული აბარებს სასერტიფიკატო  გამოცდებს. იგი გარანტიას იძლევა სწავლების სწრაფ შედეგებზე და სთავაზობს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ინტენსიურ კონსულტაციებს, ისე როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ გამოცდებს.
კონტაქტი: tbilissi%27%goethe%27%org,sbso1

ინფორმაცია და ბიბლიოთეკა
გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო ცენტრი გასცემს ინფორმაციას გერმანიის კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური ასპექტების შესახებ და ხელს უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გერმანული სამკითხველო დარბაზი, გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტი, მომხმარებელს უფასო სარგებლობით სთავაზობს მრავალფეროვან და აქტუალურ მასალებსა და მედიებს. გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკებში მასწავლებელთათვის ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში, ხაშურში, თელავში და თბილისში გერმანული ენის მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლონ საჭირო მასალებით და მიიღონ კონსულტაცია.
კონტაქტი: tbilissi%27%goethe%27%org,info

სად შეიძლება გავიგო მეტი? ვინ გამიწევს კონსულტაციას?

თბილისში გერმანიის საელჩოს კულტურის განყოფილება კოორდინაციას უწევს კულტურისა და ენის სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლობას საქართველოში და ხელს უწყობს მათ მათი ამოცანების შესრულებაში: კულტურის განყოფილება, ტელ.: +995-32-2447300, www.tiflis.diplo.de

საქართველოში გერმანული ენის შესწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ინფორმიაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოში მოღვაწე გერმანულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. ინიციატივა „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ (PASCH) გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ეკუთვნის. ინიციატივის მიზანია, მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნა მინიმუმ 1000 სკოლას შორის და ამით ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივება გერმანიისა და მისი საზოგადოების მიმართ. სკოლების დახმარებაში შედის: გერმანული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მოთოდიკასა და დიდაქტიკაში, ასევე სტიპენდიები გერმანიაში საკვალიფიკაციო სემინარებში მონაწილეობისათვის, გერმანული ენის კაბინეტების აღჭურვა სახელმძღვანელოებით, ტექნიკითა და მედიასაშუალებებით, ენის სწავლის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელება სკოლებში. ყველა PASCH-სკოლაში მუშაობენ გერმანელი მასწავლებლები. საქართველოში აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას იღებს ათი სკოლა, რომლებსაც კოორდინაციას უწევენ საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალურ უწყება (ძფA) და გოეთეს ინსტიტუტი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: www.pasch-net.de

გერმანული ენის დიპლომი - DSD

ხუთი სკოლა საქართველოში გთავაზობთ გერმანული ენის დიპლომის მეორე საფეხურს (DSD 2), რომელიც გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად არის გერმანიის უნივერსიტეტებში სწვლისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი. საქართველოში DSD-სკოლებია თბილისში (3), თელავსა (1) და ბათუმში (1). კიდევ ერთმა სკოლამ თბილისში (52- საჯარი სკოლა) გერმანიის შესაბამის უწყებაში შეიტანა განაცხადი გერმანული ენის დიპლომის მე-2 საფეხურის გამოცდის ჩატარების უფლების მოპოვებაზე და სავარაუდოდ 2012 წლის დეკემბერში შეძლებს ამის გაკეთებას. 2009 წელს გერმანული ენის დიპლომის პროგრამამ საქართველოში 10 წლის იუბილე იზეიმა. 1999 წლის შემდეგ 540 ქართველმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა DSD-ის მეორე საფეხურის გამოცდა და აიღო დიპლომი.

DSD 2-ის სკოლები საქართველოში:

თბილისის 21- საჯარო სკოლა
პეტრიაშვილის . 7, 0179 თბილისი,
D
SD-სკოლა 1999 წლიდან

თბილისის 195- საჯარო სკოლა
ჩიქოვანის . 26, 0171 თბილისი
D
SD-სკოლა 2007 წლიდან

თბილისის მე-20 საჯარო სკოლა
ჯამბულის . 5 (I კორპუსი), 0108 თბილისი
ბროსეს . 8 (II კორპუსი), 0108 თბილისი
D
SD-სკოლა 2007 წლიდან

თელავის მე-9 საჯარო სკოლა
ჭავჭავაძის . 1, 2200 თელავი
D
SD-სკოლა 2009 წლიდან

თბილისის 52- საჯარო სკოლა
ყაზბეგის გამზ. 27, 0177 თბილისი
ემზადება DSD-სკოლის სტატუსის მისაღებად

ბათუმის ლიცეუმი ევრო 2000“
ზურაბ გორგილაძის . 91, 1610 ბათუმი
შეტანილი აქვს განაცხადი DSD-სკოლის სტატუსის მისაღებად

თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა
საირმის . 84, 0194 თბილისი
ემზადება DSD-სკოლის სტატუსის მისაღებად

საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალურ უწყება (ZfA)

გერმანიისსაგარეოს საქმეთა ფედერალური სამინისტროს დაკვეთით საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალურ უწყება (ZfA) ახორციელებს საზღვარგარეთ გერმანელი ბავშვების სკოლით უყრუნველყოფას და ზრუნავს გერმანული ენის შენარჩუნებაზე. ZfA კოორდინაციას უწევს 140 გერმანულ სკოლას საზღვარგარეთ და 1000-ზე მეტ სასკოლო დაწესებულებასა და გერმანული ენის განყოფილებას საზღვარგარეთის სახელმწიფო სკოლებში.
ZfA- გერმანელი მრჩეველი დაინტერესებულ მშობლებსა და მოსწავლეებს გაუწევს კონსულ-ტაციას გერმანული ენის დიპლომის შესახებ.
კონტაქტი:
კონსულტანტი გერმანული ენის დარგში თბილისში,
ტელ.: +995 32 2318941
ელ. ფოსტა: web%27%de,fbk%27%tiflis

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)

გერმანიის გაცვლითი სამსახურის (DAAD) საინფორმაციო ცენტრი (IC) თბილისში წარმოადგენს DAAD -ს საქართველოში.
DAAD არის გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უცხოეთთან აკადემიურ ურთიერთობებს, უპირატესად სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლის გზით. ამ მიზნით DAAD 200-ზე მეტ ცალკეულ პროგრამას ახორციელებს. ისინი ხელმისაწვდომია ყველა დარგის როგორც უცხოელი, ასევე გერმანელი სპეციალისტისათვის. მთლიანობაში 60.000 უცხოელი თუ გერმანელი სტიპენდიატით DAAD მსოფლიო მასშტაბით აკადემიური გაცვლის უდიდეს ორგანიზაციას წარმოადგენს. იგი ასევე არის გერმანიის საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანიზაცია კულტურის, საუნივერსიტეტო და მეცნიერების, ასევე უმაღლესი განათლების განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. OECD-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გერმანია მე-4 ადგილზეა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შემდეგ უცხოელი სტუდენტების რიცხვით. საქართველოში DAAD-ს სამი ლექტორი მოღვაწეობს თბილისის (თსუ, ილიას ინივერსიტეტი) და ქუთაისის (აკაკი წერეთლის სახელობის) უნივერსიტეტებში. DAAD ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 100 სტიპენდიას გადასცემს DSD-ს სკოლების მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს და მეცნიერებს გერმანიაში სწავლისა და კვლევებისათვის. თბილისის საინფორმაციო ცენტრში შეიძლება ინდივიდუალური კონსულტაციის მიღება სტიპენდიის განაცხადთან დაკავშირებით. ცენტრი ასევე ეხმარება ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს გერმანულ პარტნიორ უნივერისტეტებთან ურთიერთობის საკითხებში.
კონტაქტი:
DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრი
თბილისი 0108, ზანდუკელის ქ. 16
ტელ/ფაქსი: + 995 32 292 09 26
ელ-ფოსტა: daad%27%org%27%ge,info
http://ic.daad.de/tbilissi

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წლის სექტემბერში დაარსდა და საზღვარგარეთ გერმანული სკოლების ასორმოც წევრიანიქსელის ნაწილია. სკოლა მოიცავს საბავშვო ბაღს, მოსამზადებელი ჯგუფს, დაწყებითი სკოლის პირველ და მეორე კლასებს. მომდევნო კლასებიეტაპობრივად დაემატება და უკვე 2012/2013 სასწავლო წლისთვის სკოლა ახალ, მესამე ნაკადს მიიღებს. გერმანელი და ქართველი პედაგოგებით სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს გერმანულენოვან გაკვეთილებს გერმანული სასწავლო პროგრამის მიხედვით. გერმანული, ქართული და ინგლისური ენების სწავლება დაწყებით სკოლაშივეა გათვალისწინებული. სასწავლო ენა არის გერმანული და 12 წლიანისწავლების შემდეგ მოსწავლეები გერმანულ ატესტატსბიტურ- მიიღებენ.

დაწვრილებითი ინფორმაცია სკოლისა და განაცხადის შესახებიხილეთ სკოლის ვებ-გვერდზე: www.deutscheschule.ge

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
შატბერაშვილის . 64, 0179 თბილისი
ტელეფონი: +995 32 229 31 00
skype: deutscheschuletiflis

ელ. ფოსტის მისამართები:
გერმანული სკოლის კავშირი:
deutscheschule%27%ge,info

ხათუნა ბოლქვაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
deutscheschule%27%ge,verwaltung

ანდრე ბეტზი - სკოლის ხელმძღვანელი:
deutscheschule%27%ge,leitung