გერმანია-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები

გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. გერმანელებსა და ქართველებს შორის მჭიდრო და ნდობით გამსჭვალულ ურთიერთობებს თითქმის 200 წლიანი ტრადიცია აქვს. გერმანიაში დაუვიწყარია პრეზიდენტ შევარდნაძის წვლილი თავისუფალი გერმანიის მშვიდობიან გაერთიანებაში. თავის მხრივ გერმანია საქართველოში სარგებლობს პატივისცემითა და სიმპათიით. ყურადღების ღირსია ფედერალური მთავრობის მიერ განვითარების პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით კი ენერგომომარაგების დარგში გაწეული საქმიანობა. აღიარებულია გერმანიის მონაწილეობა საერთაშორისო საშუამავლო საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის აფხაზეთის რეგიონალური კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი დოქტ. შტაინმაიერი საქართველოში

Bundesaußenminister Dr. Steinmeier bei der Unterzeichnung des Vertrags über die Schenkung eines Grundstücks an die Deutsche Internationale Schule Tbilissi

გერმანიას და საქართველოს 20 წელზე მეტი ხნის დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. 1992 წლის აპრილში საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გენშერმა უცხო ქვეყნის პირველი საელჩო გახსნა თბილისში. 2014 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ იმყოფებოდა საქართველოს დედაქალაქში. 2014 წლის დეკემბერში მისი თანდასწრებით თბილისში გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სკოლის ახალი შენობის მშენებლობისათვის გადაცემის თაობაზე.