საელჩოს ცალკეული განყოფილებები

პოლიტიკის განყოფილება

  Bild vergrößern (© Auswärtiges Amt) პოლიტიკის განყოფილებას საელჩოში ხელმძღვანელობს გერმანიის ელჩი. პოლიტიკის სფერო დიპლომატიის ყველაზე ძირძველი ნაწილია: იგი ემსახურება ორ მთავრობას შორის პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში კონტაქტების დამყარებას  და განვითარებას. ამასთან ყურადღების ცენტრშია მასპინძელი ქვეყნის შიდაპოლიტიკური განვითარება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები.

ეკონომიკური განყოფილება

Wirtschaft Deutschland Bild vergrößern (© dpa / picture-alliance)

გერმანიის საელჩოს ეკონომიკის განყოფილება თვალყურს ადევნებს საქართველოს როგორც მაკროეკონომიკურ განვითარებას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ აგრეთვე კოორდინიაციას ვუწევთ ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.  ამასთან, ვთავაზობთ ხვადასხვა სახის მომსახურებას დაინტერესებულ ქართველ და გერმანელ ბიზნესმენებს. განყოფილების ხელმძღვანელია ბატონი იოახიმ ჰეკერი.

საკონსულო განყოფილება

  Dt_Siegel Bild vergrößern (© Radium Images) საელჩოს სამართლისა და საკონსულო განყოფილება მრავალმხრივ მომსახურებას უწევს როგორც გერმანიის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს. განყოფილებას ხელმძღვანელობს ბატონი იოახიმ ჰეკერი. სავიზო განყოფილების ხელმძღვანელია ბატონი რაინერ შვარცი.

კულტურისა და განათლების განყოფილება

Gerhard Richter im Münchner Haus der Kunst Bild vergrößern (© picture-alliance/ dpa)

საელჩოს კულტურისა და განათლების განყოფილება კოორდინაციას უწევს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში კულტურის სფეროში  მოღვაწე საშუამავლო გერმანული ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას.  გარდა ამისა, საელჩო ხელს უწყობს მცირე კულტურული პროექტების განხორციელებას. განყოფილების ხელმძღვანელია ქალბატონი მონიკა ლენჰარდი.

პრესის განყოფილება

Zeitungen Bild vergrößern (© dpa/pa)

პრესის განყოფილება ქართულ მედიას აწვდის ინფორმაციას საელჩოს მუშაობისა ან გერმანიაში განვითარებული, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ. განყოფილების ხელმძღვანელია ქალბატონი მონიკა ლენჰარდი

საელჩოს ცალკეული განყოფილებები

Deutsche Botschaft