საელჩოსა და საკონსულოში სტუმართა შესვლის წესები

Verbotsschilder Bild vergrößern (© colourbox.de)

სტუმრებისა და  მათი ბარგის შემოწმება


საზღვარგარეთის წარმომადგენლობის ყველა სტუმარმა უნდა გაიაროს შემოწმება. ასევე უნდა შემოწმდეს მათი ბარგი (სტაციონარული ან ხელის მეტალოდეტექტორით ან ბარგის ხელით შემოწმება).


საკონსულოს სტუმრები შემოწმდებიან სტაციონარული, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ასევე ხელის მეტალოდეტექტორით. ხელჩანთები გაისინჯება ხელით. სხვა ბარგის შემოტანა საკონსულოში დაუშვებელია.


სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის მიშენებაში განთავსებული საელჩოს სტუმრები ასევე შემოწმდებიან ხელის მეტალოდეტექტორით, ხოლო მათი ბარგის შემოწმება მოხდება ჰაიმანის რენტგენის აპარატით. საელჩოში ისეთი ბარგის შემოტანა, რომლის ზომაც აღემატება ხელჩანთის ან კეისის ჩვეულებრივ ზომას, დაუშვებელია. ამ ბარგის შენახვა შესაძლებელია საელჩოს შესასვლელთან განთავსებულ კარადებში. დატოვებულ ნივთებზე პასუხისმგებელობა ეკისრება თავად მეპატრონეს. ყველა სტუმარმა შესასვლელში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მიიღოს სტუმრის საშვი. ეს ეხება ასევე იმ სტუმრებსაც, რომელთა ბარგიც არ მოწმდება. გამორთული მობილური ტელეფონები უნდა ჩაბარდეს მიმღებში.

გერმანიის საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში აკრძალულია მობილური ტელეფონების, კომპიუტერების, პლანშეტების, ფოტოაპარატების, ვიდეოკამერების, ბარგის, იარაღის ან სხვა საშიში ნივთების შეტანა.