გერმანიის საელჩოს შენობა

გერმანიის საელჩოს შენობა, რომელიც აღმაშენებლის გამზირის 166 ნომერში მდებარეობს, აშენდა მე-19 საუკუნუს მიწურულს, სავარაუდოდ გერმანელი არქიტექტორის ბილფელდის მიერ, როგორც ჩანს როგორც გერმანული სათვისტომოს საკრებულოს სახლი. მოგვიანებით ამ სასახლეში განთავსებულ უნდა ყოფილიყო საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენცია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მდიდრული შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და სხავადასხვა დროს აქ მდებარეობდა საშუალო სკოლა, სამუსიკო სასწავლებელი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კომიტეტი. შენობის მიმდებარე ტერიტორია, იმ დროს, თბილისის "გერმანულ უბნად" ითვლებოდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე მისგან არც თუ ისე შორს მდებარეობდა ქალაქის პირველი ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია.

დარბაზებსა და მრავალფეროვნად გაფორმებული კიბის თავზე შემორჩენილია სხავადსხვა სტილის ისტორიული დეკორი. განსაკუთრებით თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს ერთ-ერთი ოთახის ჭერის მავრიტანული სტილის მოხატულობა, რომლის მსგავსიც შეიძლება ვიხილოთ თბილისში მხოლოდ რამოდენიმე შენობაში. ევროპული გარე ფასადი კი თბილისში ბაროკოს ეკლეკტიციზმის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და საელჩო გახსნა თბილისში. თავდაპირველად, დღევანდელი შენობის შეძენამდე და 1993 წლის სექტემბერში იქ გადასვლამდე საელჩომ მისთვის აუცილებელი სამუშაო ფართი სასტუმროში იქირავა. 2001 წელს შესანიშნავად აღდგა შენობის გარეფასადი.

თუმცა 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად საელჩოს შენობა თბილისის სხვა მრავალი შენობის მსგავსად დაზიანდა. სარემონტო სამუშაოების გამო საელჩო დროებით გადავიდა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში.

გერმანიის საელჩოს შენობა

გერმანიის საელჩოს შენობა