გერმანიის ელჩი დოქტ. ჰაიკე ფაიჩი - ბიოგრაფია

ქალბატონი დოქტ. ჰაიკე ფაიჩი 2016 წლის 12 სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩია საქართველოში.

დაიბადა 1963 წლის 8 თებერვალს ქ. კიოლნში.

ბიოგრაფია
1982
სკოლის დიპლომი
1982 - 1987
კიოლნისა და პენსილვანიის უნივერსიტეტები: ეკონომიკის ფაკულტეტი
1987
უმაღლესი განათლების დიპლომი ეკონომიკის დარგში
1991
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება
1988 - 1990
მომზადება მაღალი რანგის დიპლომატიური სამასახურისთვის

1990 - 1991
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხთა დეპარტამენტის რეფერენტი
1991 - 1994
გერმანიის საელჩო ბუჟუმბურაში, ელჩის მოადგილე
1994 - 1997
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის საკითხთა დეპარტამენტის რეფერენტი
1997 - 2000
გერმანიის საელჩო თელ-ავივში, ეკონომიკის განყოფილების უფროსი
2000 - 2004
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეროსა და გლობალური საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
2004 - 2007
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი სომხეთში
2007 - 2010
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი
2010 - 2013
გერმანიის საელჩო მოსკოვში, ეკონომიკისა და მეცნიერების განყოფილების უფროსი
2013 - 2016
გერმანიის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში, გენერალური კონსული
2016 წლიდან სექტემბრიდან
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში


 

გერმანიის ელჩი

Dr. Heike Peitsch