ერთჯერადი კომპენსაცია იძულებითი შრომისთვის: განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 დეკემბერი!

Logo Bild vergrößern (© Bundesamt für zentrale Dienste und offene Vermögensfragen (BADV))

გერმანელებს, რომლებიც უცხო სახელმწიფოს მიერ ომისა და მისი შედეგების გამო გამოყენებული იყვნენ როგორც იძულებითი მუშახელი, 2017 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ შესაძლებლობა, შეიტანონ განაცხადი 2500 ევროს ოდენობის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის მიღების თაობაზე, თუ ისინი დაადასტურებენ, რომ, როგორც სამოქალაქო პირები იძულებით შრომას ეწეოდნენ. უფრო დაწვრილებით განაცხადის შეტანის წინაპირობებს არეგულირებს ეგრეთწოდებული ADZ-აღიარების ინსტრუქცია. განაცხადი 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაეგზავნოს გერმანიის ფედერალურ ადმინისტრაცულ უწყებას მისამართზე: Alter Uentroper Weg 2, 59071 Hamm. დაწვრილებითი ინფორმაცია საკანონმდებლო წინაპირობებისა და პროცედურის შესახებ მოცემულია ვებ-გვერდზე www.bva.bund.de/zwangsarbeiter ასევე რუსულ, პოლონურ, რუმინულ და უნგრულ ენებზე. ინფორმაციის მიღება შეიძლება ასევე გერმანიის ფედერალურ ადმინიტრაციულ უწყებაში ტელეფონით +49 (0)22899358-9800.